ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ადგომას გადაეჩვია, მაგრამ "კომპიუტერის გაკვეთილები" ისე ძალიან
მობეზრდა, რომ უკვე ღამე ადრე წვება, სკოლაში რომ არ დააგვიანდეს.
მშობლები სკოლის შენობასთან რომ მიაცილებენ, შემდეგ კარებში თერმოსკრინინგის რიგში მორჩილად დგას. აპარატის ხმა მოსწონს, სიცხეს რომ გაიზომავს, თავის საკლასო ოთახში შედის. ჩანთიდან წიგნს ამოიღებს, პირბადეს მოიხსნის და კლასელებს თვალს გადაავლებს. ჯერ მხოლოდ 3 მეგობარი ჰყავს, ყველას გაცნობა ვერ მოასწრო, არადა მის უფროს დას ელენეს სკოლაში ბევრი მეგობარი ჰყავს.
ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა სადაც ერეკლე დადის, 1 ოქტომბერს გაიხსნა, თუმცა იმის გამო, რომ შენობაში საარჩევნო უბანი განთავსდა მალევე დაიხურა. შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო დიდ ქალაქებში სკოლები დახურეს და დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

თუმცა ერეკლეს ონლაინგაკვეთილი არ მოსწონდა:
"სკოლაში გაკვეთილი ჯობია. რადგან ონლაინი იჭედება, ხშირად არ გვესმის. ბავშვების გაცნობაც ვერ მოვასწარი. კორონავირუსის არ მეშინია, რადგან პირბადე მიკეთია და ხელებზე სპირტს ვისხამ".
ერეკლეს მამა ორესტი სიჭინავა, რომელიც მისი შვილის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს - სკოლას, ძალიან ელოდა, ამბობს, რომ ეს ახალი ეტაპი ჯერ კიდევ არ დაწყებულა:
"პირველკლასელი ბავშვისთვის სკოლა განსაკუთრებულია წარმოდგენაში, ბაღიდან რომ სკოლაში მიდის, მის ცხოვრებაში ხომ ახალი ეტაპი იწყება, ეს ეტაპი კი სამწუხაროდ, მის ცხოვრებაში ჯერ არ დაწყებულა რადგან გახსნიდან ძალიან მალე დაიხურა ჩვენთან სკოლები. პირველი ერთი კვირა განსაკუთრებით რთული იყო, გაუჭირდა მასწავლებელთან, ბავშვებთან ურთიერთობის დამყარება. იძახდა, კომპიუტერის გაკვეთილი არ მინდა. ონლაინგაკვეთილში ჩართვა, ინტერნეტის დაბალი სიხშირის გამო ხშირად ვერ ხერხდებოდა, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ყველას ერთად, მშობლებს, მასწავლებელს, რომ ბავშვისთვის სრულფასოვანი გაკვეთილი ყოფილიყო".
დისტანციურად სწავლის გაგრძელება კი იმიტომ არ აირჩია, რომ შვილებს სკოლაში დაბრუნება ძალიან უნდოდათ.
მშობლებს შენობაში შესვლის უფლება არ აქვთ, თუმცა ბავშვები უყვებიან, თუ როგორ იცავენ სკოლაში ჯანდაცვის რეკომენდაციებს.

"როგორც ბავშვები ამბობენ შიგნით დისტანციის, სისუფთავის დაცვა ხდება, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, გავრცელების რისკი მინიმუმდე იქნება დაყვანილი, ბავშვებიც იმდენად ორგანიზებულები არიან, თვითონაც იციან როგორ მოიქცნენ. ჩემი ბავშვები ამბობენ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ სკოლაში ვიყოთო", - ამბობს მშობელი.
სკოლის დირექტორი ნინო ბულია გვეუბნება, რომ საკლასო ოთახში მოსწავლეების 95 % დაბრუნდა.
"სასწავლო პროცესი განახლდა, ეს ჟრიამული ახალისებს არა მარტო სკოლას არამედ მთელს ქალაქს. სკოლა იცავს ყველა რეკომენდაციას, სასკოლო სივრცეში რომ დისტანციის დაცვა მეტად შესაძლებელი გამხდარიყო სკოლა 2 ცვლაში გადავიდა", - ამბობს დირექტორი.
მუნიციპალიტეტში 49 საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი სასკოლო ოთახებში განაახლა. დისტანციურ რეჟიმში რჩება პირველი და მესამე საჯარო სკოლა, სადაც სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სკოლების პირველკლასელი მოსწავლეები მეოთხე საჯარო სკოლაში მოათავსეს, სადაც მეორე ცვლაში ისწავლიან. დანარჩენებისთვის კი სივრცე ვერ მოიძიეს, რადგან ქალაქის თითქმის ყველა სკოლა ორ ცვლაში მუშაობს.
ონლაინგაკვეთილის სირთულეებზე "ლაივპრესმა" სიუჟეტი გასული წლის ნოემბერში მოამზადა, როცა პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამოვლენის გამო დაწყებითი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.