ვიდეო
პანდემიაში დაწერილი სიმღერები - ლიზას და ლიკას მუსიკალური კარანტინი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
პანდემია ბევრისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა მთელი თავისი სიმძიმით,ზოგიერთებმა კი ამ ჩაკეტილობაშიც იპოვეს გამოსავალი. ეს გამოსავალი მხოლოდ საკუთარი თავის გამხნევება არ იყო. დრო ნაყოფიერად გამოიყენეს და საერთო უძრაობაშიც შეძლეს შემოქმედებითად განვითარება.

რომ ჰკითხავ, ლიზა, რა არის შენთვის სიმღერა, თვალებში გაკვირვების ჭინკები უხტის - ხელოვნების გარეშე როგორ შეიძლება აბა ცხოვრება, მპასუხობს. მუსიკა ჩემთვის ის არის, რაც თევზისთვის წყალი. თუ წყალი არ მექნა, ვერც სუნთქვას შევძლებო. გულწრფელად ბრაზდება, როცა ზოგჯერ გაციებისგან ხმა უწყდება და წაღიღინებასაც ვერ ახერხებს, რადგან ესაა მთელი მისი ცხოვრება.

ლიზა და ლიკა მებონიებს მაყურებელი კონკურსებიდან იცნობს. თავის დროზე ბირთვის მკვრელმა გოგოებმა, სპორტს სიმღერა არჩიეს. ლიზა დღეს თბილისის კონსერვატორიის სტუდენტია, ლიკა კი სიმღერებს წერს. თუმცა უკვე მეოთხე, მუსიკისგან დისტანცირებულ პროფესიას ეუფლება.

პანდემიისას დებმა ერთობლივად სიმღერაც დაწერეს. ლიკა ერთ-ერთს, ონლაინ ჩართვისას გვიმღერის. სიმღერა მარტოსულ ადამიანზეა, იმაზე, რომ ირგვლივ უძრაობაა და არაფერი იცვლება. ეს მარტოდყოფნის განცდას გიმძაფრებს, რადგან ყველა "სიკეთესთან" ერთად, ჩაკეტილობაში ძნელია არ ტკეპნო ერთი ადგილი.

"სრული ინსპირაცია მხოლოდ ეს გარემოება არ ყოფილა. ჩემი დისგანაც იყო შთაგონებული იმიტომ, რომ ვთქვით - ძალიან ჩაკეტილები ვართ და მოდი, ხელოვანი ადამიანები ვართ და ვიმუშაოთ, არ გავჩერდეთ, რადგან გარეთ მაინც ვერ გავდივართ, ეკრანზეც ვერ ვახერხებთ გამოჩენას, სცენაზე ვერ ვდგავართ. ვიფიქრეთ დაგვეწერა საერთო სიმღერა "არ დამიძახო"", - გვიყვება ლიკა.

მეორე სიმღერა სიკვდილზეა, რომელიც ღამის სამ საათზე უძილობისას დაწერა. ჯერ გიტარაზე მოსინჯა და არ მოეწონა დაწებული საქმე, მერე კი ლიზას სთხოვა დახმარება. მისგან ნაკარნახევ წინადადებაზე სრული ტექსტი და მელოდია მაშინვე მოაფიქრდა, თითქოს ადრე დავწერე და უბრალოდ არ მახსოვდაო. სადღაც ჩამალული, რამდენიმე წუთში ზედაპირზე ამოტივტივდა.

მებონიების ოჯახში თითქმის ყველა მღერის. მათ შორის დედა და ძმები. ლიზა პირველად სამი წლის იყო, როცა არტგენის ფესტივალზე იმღერა. დედის დამსახურებაა, რომ ჩვენ ხელოვნებას ასე დავუკავშირდითო. ყველაზე უკეთ თავს ჯაზში გრძნობს. მართალია თავიდან ერთი პედაგოგისგან მოისმინა, ათი წლისა ამ ჟანრში ვერ იმღერებსო, თუმცა საპირისპიროს დამტკიცება შეძლო. ლიკამ კი როკი არჩია.

რატომ ჯაზი? - ეს ის თავისუფლებაა, რომელიც შეიძლება სხვა ჟანრში ვერ იპოვოო, ძალიან მგრძნობიარე და ღრმაა, - ამბობს.

"ძალიან მაგარია, როცა ყველა მღერის ოჯახში. როცა სტუმრები მოდიან, ერთი რომ მღერის, კარგია. ვაჰ, მეორეც მღერის, მესამეც, ვახ, მეოთხეც. ძალიან მოულოდნელი რეაქციებია", - ამბობს ლიზა.

კონკურსებში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონია, თუმცა ლიკას დაჟინებით ერთად აღმოჩნდნენ "იქსფაქტორში". მართალია დას მაშინ მხოლოდ საგულშემატკივროდ გაჰყვა, თუმცა მერე ორივემ იმღერა და ჟიურიც აღაფრთოვანეს. შემდეგ ძალები "საქართველოს ვარსკვლავშიც" მოსინჯა. კონსერვატორიაში ჩაბარებასა და საქართველოში დარჩენაზე იმ დროს არც უფიქრია. საზღვარგარეთ წასვლას და რომელიმე პროექტში მონაწილეობას გეგმავდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად დარჩა და გამგზავრების ჩანაფიქრიც გადავადდა. კონსერვატორიაში ჩაბარება მისთვის საყვარელმა პედაგოგმა, ლალიკო ბერაძემ ურჩია. ჯერ საჭირო მუსიკალურ განათლებას მიიღებს, დანარჩენზე კი მერე იფიქრებს.

"როცა იწყებ შესწავლას, შედიხარ სიღრმეებში, გრძნობ, რომ ეს ყველაფერი შენია და გინდა, რომ მეტმა ადამიანმა დაგინახოს და საზღვრებს გარეთ გახვიდე. მეც ეს მინდა. რაც უფრო მეტს ვხედავ და რც მეტი დრო გადის, მინდება მეტმა იცოდეს ჩვენს შესახებ. განა მარტო ჩემს შესახებ, ყველა ხელოვანის შესახებ", - ამბობს ლიზა.

ლექციებს ჯერჯერობით ონლაინ ესწრება, კონსერვატორიის დარბაზებში კი სწავლას პირველი მარტიდან განაახლებს. თეორიულისგან განსხვავებით, განსაკუთრებით რთულად ეჩვენება სიმღერების პედაგოგთან დისტანციურად დამუშავება. წალენჯიხის სოფელ ფოცხოეწერში, სადაც ცხოვრობს, ცუდი ინტერნეტკავშირია.

დების ძლიერი მხარე მხოლოდ სიმღერა არ არის. ლიზა და ლიკა ბირთვის კვრაშიც წარმატებული სპორტსმენები იყვნენ. ქვეყნის მასშტაბით ლიკა სამჯერ გახდა ჩემპიონი, ლიზა კი ორჯერ. სამეგრელოს რეგიონშიც ლიკა ნომერ პირველი იყო, თავად მეორე. მერე ჰობი, სწავლამ და სიმღერის სიყვარულმა გადაწონა.

ლიკა პროფესიით სოციოლოგია. განათლება მოგვიანებით ტურიზმის განხრითაც მიიღო. დღეს საერთაშორისო მარკეტინგის მაგისტრია და პარარელურად ბუღალტერიის კურსებსაც სწავლობს. სიმღერებს ამ ყველაფრისგან დამოუკიდებლად წერს. როცა ოჯახში ამდენი მუსიკოსი ვიკრიბებით, მეზობლებს სასიამოვნოდ ვაწუხებთო, იცინის. ხშირად ბიძაშვილებიც უერთდებიან საერთო მხიარულებას. ზოგი საქსაფონით, ზოგიც საყვირით, ან სულაც გიტარით. თავად ფორტეფიანოს აკომპანიმენტით. ასეთი დღეები განსაკუთრებულად უყვართ.

ლიკა უკვე 12 ინგლისურენოვანი სიმღერის ავტორია. სამომავლოდ ალბომის ჩაწერას და მათზე კლიპების გადაღებასაც ფიქრობს.

სანამ ლიზა წალენჯიხაშია, ლიკა კი თბილისში, ასე ონლაინ მღერიან, ერთმანეთს უსმენენ და პანდემიის სიშორეს ივსებენ. მალე ლიზაც ჩააკითხავს და ახალი სიმღერებიც დაიწერება. ალბომამდე სახლში, მეგობრების წრეში იმღერებენ, მერე კი...გეგმები დიდია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.