ვიდეო
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს შორის ერთ-ერთს ქალის სახელი ჰქვია. ის ექსპედიციის მონაწილე ერთადერთი ქალის - თამარ თოლორდავას პატივსაცემად დაერქვა.

28 წლის თამარი ჩხოროწყუელია. ბავშვობიდან ბოტანიკით იყო გატაცებული, პირველად, ჩხოროწყუს "ზისნახეს" მღვიმეში შევიდა, რის შემდეგაც ყოველი ახალი ექსპედიცია მისთვის უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა.

"სპელეოლოგიით ჩემი დაინტერესება უკავშირდება 2015 წელს, ლომონოსოვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ ექსპედიციას, ჩხოროწყუში, მიგარიას მასივზე, ზისნახეს მღვიმეში. ეს იყო მცდელობა, რადგან არც ისე მარტივი მღვიმეა და ბოლომდე არ შევსულვარ. მეორე გასვლა კი პრომეთეს მღვიმე იყო, აი მაშინ კი ნამდვილად მივხვდი, რომ მღვიმეების შესწავლა მაინტერესებდა. ერთ-ერთი, პოლონურ- ქართული ექსპედიციის დროს, გეოგრაფიის ინსიტუტი იყო ჩართული, იკვლევდა მიგარიას მასივს, წიფურიას ტაფობს, მაშინ ქართულმა მხარემ მიაკვლია ახალ მღვიმეს, რომელსაც ჩემი სახელი - თამარ თოლორდავას მღვიმე ეწოდა", - ამბობს თამარი.

ყველაზე საინტერესო და რთული მისთვის მარტვილში მდებარე ოქროჯანაშვილის მღვიმე აღმოჩნდა, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

სპელეოლოგია, რომელიც თამარმა აირჩია, ქალისთვის საქართველოში იშვიათი პროფესიაა. თუმცა თამარი თვლის, რომ ქალის და კაცის საქმე არ არსებობს. მთავარია საქმისადმი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი.

"ქალები იშვითად ირჩევენ ამ პროფესიას, თუმცა არ ვთვლი, რომ ეს რთულია, უბრალოდ, ამას მომზადება სჭირდება როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური. ყოველი ექსპედიციის წინ, ფიზიკურზე მეტად მორალურად ემზადები, ანუ შიში, რომელმაც შიგნით შეიძლება შეგიპყროს, შეიძლება გახდეს სერიოზული დაბრკოლება შენთვის, ვიდრე დახმარება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გეშინოდეს, პირიქით უნდა გაანალიზო ყველა საფრთხე, რისკი, შენი შესაძლებლობები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცე თავს უფლება რომ პანიკაში ჩავარდე".

თამარი ამბობს, რომ მისი საქმის მიმართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ხშირად გრძნობს გარშემომყოფებისგან, თუმცა მამისგან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ოჯახში დიდი მხარდაჭერა მქონდა მამისგან, მეხმარებოდა ბოტანიკური ექსპედიციების დროსაც ჯერ კიდევ სანამ სპელეოლოგობას დავიწყებდი. მესამე კურსზე ვიყავი ჯერ კიდევ გამოუცდელი, პირველი პარალონი - საძილე ტომრის ქვესაგები მამაჩემმა მიშოვა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს გოგოსთვის, თუმცა ამას ვერ ვიტყვი დედაზე. ის წინააღმდეგია, მიაჩნია რომ ეს გოგოს საქმე არ არის. უფრო ნერვიულობს, ყოველთვის მიკვირს, რომ აქამდე როგორ ვერ შეეჩვია. რაც შეეხება თაყვანისმცემლებს, აქ უფრო რთულადაა საქმე. ძირითადად პირველი ფრაზა ის არის, მერე ხომ მიატოვებ. მაგრამ მე ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომედა არ ვაპირებ ვინმეს შეხედულებების გამო, საკუთარ სურვილებსა და ოცნებებზე უარი ვთქვა. თან ხომ უნდა გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ქალებს ბევრი რამე შეგვიძლია".

მიზნების განხორციელებაში თამარს პანდემიამ ხელი შუშალა, რადგან ექსპედიციები შეწყდა. ახლა ის ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მუშაობს დენდროლოგად. ამავდროულად გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელია. თუმცა ფიქრობს, რომ ექსპედიციების შეჩერება დროებითია, ამიტომ ცდილობს მუდამ ფორმაში იყოს და საყვარელ საქმესაც არ მოწყდეს. რადგან თამარს მცენარეები ბავშვობიდან უყვარდა, ამ საქმესაც პროფესიონალურად ეკიდება და ბოტანიკურ ბაღში თითოეული მცენარის აღწერა, მოვლა-პატრონობით არის დაკავებული. დარწმუნებულია, რომ მისი ოცნებების ასრულება დროებით გადაიდო, ნამდვილი სპელეოლოგი რომ გახდეს, ჯერ კიდევ ბევრი მღვიმე აქვს შესასწავლი, არა მხოლოდ სამეგრელოს, არამედ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც ყველა ქართველი სპელეოლოგის საოცნებო ადგილია.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.