ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი ოთახის ოდნავ შეღებული კარიდან იხედება კაბინეტში, სადაც წუთი წუთზე მისი ცოლი უნდა აცრან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

პენსიონერი მეუღლესთან და უმცროს ძმასთან ერთად მოვიდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, რომელიც დღეისთვის ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა რეგიონში, სადაც მოქალაქეებს აცრები უტარდებათ. როგორც კი პანდემია გამოცხადდა და მსოფლიომ აქტიურად დაიწყო ვაქცინაციის საჭიროებაზე საუბარი, იმ დღიდან ღმერთს ვთხოვდი, როგორმე მომეხერხებინა ინფიცირებისთვის თავის არიდება ვაქცინის შექმნამდე და მის ამოქმედებამდეო, გვითხრა. მართალია ცოტა ინერვიულა, მაგრამ ასტრაზენეკათი აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ვაქცინას არავითარი გვერდითი მოვლენა არ მოჰყოლია. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაყოვების ოთახში ექიმები აკვირდებიან.

ხომ კარგად ხართ, რამეს ხომ არ უჩივით? - ყოველ ხუთ წუთში ეკითხებიან. ყველაფერი რიგზეა.

69 წელი არაა ცოტა, ჩემი ასაკის ყველა მოქალაქე უნდა აიცრასო, ამბობს. მეზობლებს, ახლობელ ადამიანებს, ყველას იგივეს ურჩევს. ე.წ. ანტივაქსერულ კამპანიას ყურს არ უგდებს, აღარ უსმენს ნეგატიურ ინფორმაციებს და ჯიუტად სჯერა, რომ სწორედ საყოველთაო ვაქცინაციაა ერთადერთი გზა პანდემიის შესაჩერებლად.

"რიგები უნდა იდგეს აქ. ამ შენობის სხვა შესასვლელში ვნახეთ ხალხმრავლობა და გავჩერდით. გვეგონა, რომ აცრას იქ აკეთებდნენ. ამას გიკეთებს, ამდენი იწვალა მთავრობამ, ხალხმა შენთვის და შენ მტრისკენ ხარ?", - უკვირს რუბენ გახარიას მოქალაქეთა პასიურობის.

ყველაზე მეტად პანდემიამდელი ურთიერთობები მოენატრა. პირველი, რასაც კორონავირუსის დასრულების შემდეგ გააკეთებს, მეგობრებთან აქტიური, ძვლებური თავშეყრების განახლებაა, რომელიც დღეს ასე ძალიან აკლია. სახლში ყოფნა მობეზრდა. პირბადით ჯერჯერობით მეზობლებში გადადის და მათთან საუბრით ინაზღაურებს დანაკლისს.

პირველ იანვარს 70 წელი მისრულდება და გეპატიჟებითო. იმედი აქვს, რომ მაშინ მაინც აღარ მოერიდებიან ადამიანები ერთმანეთს.

კორონავირუსი ხო არ გადაგიტანიათ? ალერგიული ხართ? რაიმე ოპერაცია თუ დაგჭირვებიათ, ან შრატი? - ვაქცინაციის კაბინეტში კითხვარი ივსება, რომელსაც აცრის დანარჩენი მომლოდინეები მოსაცდელი ოთახიდან აყურადებენ. კითხვებს ხმადაბლა, ჩურჩულით პასუხობენ სათავისოდ და ეღიმებათ. ეს რეპეტიციის იმიტირებას ჰგავს სცენაზე გასვლის წინ.

უკვე აიცრა რუბენ გახარიას ცოლი, 69 წლის ლია სალიაც. ახლა დაყოვნების ოთახში ელოდება 45 წუთის გასვლას. თავდაპირველმა მღელვარებამაც ჩაიარა. რისკ ჯგუფში ვარ ასაკის გამო, ამიტომაც დავთანხმდიო მეუღლეს ვაქცინაციაზე. ლია დარწმუნებულია, რომ კორონავირუსით ინფიცირება გაცილებით დიდი რისკია მისთვის და დანარჩენებისთვის, ვიდრე აცრა.

მართალია თავიდან არ უნდოდა, ცოტა ეშინოდა კიდეც, თუმცა ახლა სჯერა ვაქცინის სარგებლის. ბევრ რამეს წერენ და ამბობენ, მე აღარ ვუსმენ უკვეო, გვითხრა ანტივაქსერული კამპანიის პასუხად. ახლა ბევრად მშვიდად იქნება. კიდევ უფრო მშვიდად მაშინ, როცა ბევრი მოქალაქე ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში და საერთო იმუნიტეტი გამომუშავდება. მხოლოდ ეს დაასრულებსო პანდემიას.

"ბევრჯერ მითქვამს, რა დრო დადგა, რომ გეშინია ყველაფრის. სტუმრად ვიყავი ერთხელ და ცოტა მჭიდროდ ვიჯექით. ათი დღე მქონდა თითქოს დისკომფორტი, რამე ხომ არ არის, ვიღაც ხომ არ იყო იფიცირებული. ძმა მყავს, რომელმაც გულის ოპერაცია გაიკეთა. მასთან არ მივსულვარ ეს პერიოდი. აივანზე იყო და 5 წუთი ვეკონტაქტე", - გვითხრა ვაქცინირებულმა ლიამ.

პანდემიაში ჯერ კიდევ უწევს დადგენილი რეგულაციებით ცხოვრება. პირბადე და ჯიბით სადეზინფექციო ხსნარი სულ თან დააქვს.

ასტარზენეკათი აიცრა რუბენ გოგოხიას უმცროსი, 66 წლის ძმა, ემზარ გახარიაც. აქ იმიტომ მოვედი, რომ კორონავირუსისგან საკუთარი ჯანმრთელობა დავიცვაო. აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და სხვებსაც ურჩევს, თამამად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

სამეგრელოს რეგიონში, დღეისთვის აცრილია სულ 158 მოქალაქე. მათ შორის არიან როგორც სამედიცინო სფეროს, ისე მოქალაქეთა სხვა ჯგუფის წარმომადგენლები. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ რეფერალურ საავადმყოფოში ამ დრომდე ვაქცინაცია 98 პირს ჩაუტარდა. დანარჩენი აცრები კი რეგიონის მასშტაბით მოქმედ სხვა ლოკაციებზე ჩატარდა. ეს მანამ, სანამ ხელისუფლების და ჯანდაცვის სპეციალისტები არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, პროცესის მხოლოდ რეანიმაციული განყოფილების მქონე დაწესებულებებში გაგრძელების.

აცრილთაგან 69, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულია.

"ეს ციფრი ძალიან დაბალია, მაგრამ დამატებით გეტყვით, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ნაწილიც ფაიზერის ვაქცინით ასაცრელად დარეგისტრირდნენ რეგიონის გარეთ არსებულ სამედიცინო სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, როგორიცაა ქუთაისი, ბათუმსა და თბილისში", - განმარტა ნანა ოდიშარიამ.

თუ რამდენია ასეთი პირი, მისი თქმით, მონაცემები ახლო მომავალში ექნება.

საქართველოში 15 მარტს დაიწყო ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის პროცესი, ჯერ ასტრაზენეკათი, შემდეგ კი ფაიზერის ვაქცინებით. დღეისთვის აცრილია სულ 11 603 მოქალაქე. მათ შორის არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, 55 და 65 წელს ზემოთ პირები.

ბოლო 24 საათში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აიცრა 758 მოქალაქე.

ქვეყანამ შაბათს მიიღო ჩინური კომპანია "სინოფარმის" მიერ წარმოებული ვაქცინის 100 ათასი დოზა. კიდევ ამდენივე ჩინური სინოვაკის ვაქცინას კი საჩუქრად მიიღებს. "სინოფარმი" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აპრილის შუა რიცხვებში ავტორიზაციის მიღებას, რომლის შემდეგაც მისი გამოყენება საქართველოში დაიწყება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.