ვიდეო
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას, ხანაც მაკრატლით თარგის აჭრის ხმა, ან ფურცლის შარიშური. აქ საყელეობის მზა, თუ დაუსრულებელ ესკიზებზე ბოლო დეტალები ზუსტდება. ერთი საყელოს ისტორიით, პანდემიაში, სულ ცოტა ხნის წინ დაწყებული ხელსაქმე ანასთვის და ესმასთვის ჯერ კიდევ ჰობია, როგორც ამბობენ, მაგრამ ისიც ცხადია, რომ უკვე ჰობზე მეტი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო - ერთხელაც ანამ თავისთვის გადაწყვიტა საყელო შეეკერა. სამსახურიდან დაბრუნებულმა სახლში ნაჭერი მოძებნა და პროფესიონალი მკერავი, დედა დაიხმარა. თარგის აჭრაც არ ვიცოდი, მაგრამ მთელი ბავშვობა ვხედავდი, როგორ იძენდაო სხვადასხვა ფორმას ესა თუ ის ნაჭერი. პირველ ნამუშევარს ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში განათავსა წარწერით - "ბავშვობის ჰობს ვუბრუნდები". გამოხმაურებამ არ დააყოვნა და პირველი შეკვეთაც მიიღო. თავიდან იუარა, არც ნაჭერი მაქვს და თანაც ხელით შევკერეო. მერე იფიქრა, იქნებ ესმამ მოინდომოსო შეკერვა. ესმამაც მხარი აუბა და მეორე დღისთვის კლიენტს უკვე ორი საყელო ჰქონდა.

"24 მარტს დავიწყეთ შეკერვა. მერე ნელ-ნელა წამოვიდა შეკვეთები. გვერდი რომ გავხსენი და იქ დავდე ფოტოები, უფრო მეტად. სახელზეც ვიფიქრეთ. მე ანა მქვია, მას ესმა. ამიტომ მომაფიქრდა, რატომ არ უნდა იყოს "ანეს", ან ეს აირჩიე, ან ეს. იმ სხვის არჩევის ალტერნატივა არ გაქვს. მარკეტინგულად გავთვალეთ. 20-მდე საყელო უკვე გავყიდეთ", - უთხრა ანა თოდუამ "ლაივპრესს".

აქტიური მუშაობის მიუხედავად, პანდემია მათი ოჯახების ბიუჯეტზეც აისახა. ამიტომაც, გადაწყვიტეს დამატებით შემოსავალზე ეფიქრათ. 

ერთი საყელოს ღირებულება 20-25 ლარია. ფასი არც მაშინ იმატებს, თუ მაქმანით, ან მძივებითაა გაწყობილი. ანას ეეჭვება, ვინმემ ზუგდიდის ბაზარზე უფრო მეტის გადახდა შეძლოს.

ბიზნესის გაფართოებაზე ესმაც ფიქრობს და ანაც, რადგან საჭირო მასალას, მუყაოს სასაჩუქრე ყუთებს ამ დრომდე საკუთარი ხარჯებით ყიდულობენ. როგორ გავიდნენ უფრო დიდ მასშტაბებზე, ჯერ არ იციან. ყველაფერს დრო გვიჩვენებსო.

თუმცა საყელოების ბიზნესი მათთვის მხოლოდ დამატებითი შემოსავალი არ არის. ერთგვარი თერაპიაა პანდემიის მძიმე სტრესისგან თავის დასაღწევად. კერვა ორივეს ეხმარება, ცოტა მეტი იყოს ყოველდღიურობაში სასიამოვნო ემოციები.

მე მეცვლება განწყობა კერვისას, ძალიან გვსიამოვნებს სამუშაო პროცესი - ამბობს ესმა თოდუა. ის საყელოების გარდა, აქსესუარების სხვა ხაზის განვითარებაზეც ფიქრობს. მაგალითად თმის შესაკრავების, ან მანჟეტების დამზადებაზე.

"ანა დახაზავს. ესკიზს გააკეთებს. მეც რაღაც ცვლილება შემაქვს. მაგრამ არიან ისეთი კლიენტები, რომლებსაც მზა კი არ უნდათ, საკუთარი გემოვნებით შეკერილს არჩევენ, რომ მოირგონ კაბაზე, პერანგზე. გვინდა ერთი მეორეს არ ჰგავდეს. ყველა განსხვავებული იყოს", - გვითხრა ესმამ.

მუშაობის პროცესში ყველაზე რთული მისთვის მძივების დაკერება აღმოჩნდა. სიმეტრიის დაცვა ნაჭერზე გადანაწილებისას. ასევე მაქმანის დაკერება. თუ წაწვეტებულია საყელო, სხვანაირი მიდგომა სჭირდებაო. ბევრი რამ მაინც ნაჭერზეა დამოკიდებული. ხავერდის დამუშავებაც არ არის იოლი, მაგრამ ნელ-ნელა დავხვეწეთო, ამბობს.

ესმაც ანას მსგავსად თვითნასწავლია. კერვის ნიჭი დედისგან გამოყვა. მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის არაერთხელ შეუკერავს ტანსაცმელი, ოღონდ ამ დრომდე არ უფიქრია ამ შესაძლებლობის მარკეტინგულ მხარეზე.

ანა და ესმა ასოციაცია "მერკურის" თანამშრომლები არიან. ორგანიზაცია წლებია ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერებაზე მუშაობს. ახლა თითოეული გაყიდული ნივთიდან ერთ ლარს აგროვებენ, რომ სააღდგომოდ ყველაზე უფრო შეჭირვებულ, მრავალშვილიან ბენეფიციარს საჭირო პროდუქტებით დაეხმარონ.

საყელოებს ძირითადად სახლში კერავენ, თუმცა სამუშაო სივრცე "მერკურშიც" აქვთ.

"აქ ერთად ვჭრით, თუ რაიმე სირთულეა. სახლებში ვკერავთ ცალ-ცალკე და მერე ერთმანეთს ვუგზავნით ფოტოებს, თუ როგორი გამოგვივიდა. გვიხარია. სახალისოა", - ამბობს ანა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
12:38 / 11.05.2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
23:00 / 30.04.2021
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
13:34 / 27.04.2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
20:40 / 23.04.2021
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.