ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
არავინ იცის, რამდენი უპატრონო ძაღლია მუნიციპალიტეტში. ისინი არავის
აღურიცხავს და შესაბამისად, არც რაიმე სტატისტიკა გვაქვს.
დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ მათი რიცხვი ყოველწლიურად
იზრდება.
მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში დამოუკიდებლად, ან ჯგუფურად გადაადგილდებიან. განსაკუთრებით მრავლადაა ისინი ბაზრის ტერიტორიაზე. მოქალაქეები წუხან, რომ თავისუფლად გადაადგილებაში ხელი ეშლებათ. ამავდროულად ეშინიათ, რადგან არც თუ იშვიათია დაკბენის ფაქტები.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ანტირაბიულ კაბინეტებს, იანვრ-მარტში 429 პირმა მიმართა. წლის განმავლობაში კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ძაღლის დაკბენის, ან დადორბვლის დაახლოებით 1000 შემთხვევა ვლინდება.
"დღეში 2-3 კაცს გადავარჩენ კბენისგან. ძაღლებს საკვები არ აქვთ და გაღიზიანებულები მისდევენ ადამიანებს", - ამბობს ლუიზა ფიფია, რომელიც ბაზარში მუშაობს და უპატრონო ძაღლებზე ზრუნავს.

მისი თქმით, ცხოველთა გაზრდილი რაოდენობა ერთის მხრივ ადამიანების ბრალია, ქუჩისთვის რომ იმეტებენ ოთხფეხა მეგობარს, მეორეს მხრივ კი სახელმწიფოსი, რადგან პრობლემა დღემდე ვერ მოაგვარა.
მისი თქმით, აუცილებელია პარლამენტში დარეგისტრირდეს კანონი, რომლის თანახმადაც, ქუჩში არ იქნება აუცრელი, არასტერილიზებული ძაღლი.
თავშესაფრის მშენებლობას ზუგდიდის მცხოვრებლებს ადგილობრივი ხელისუფლება 2015 წლიდან ჰპირდება. სამოქალაქო აქტივისტი დავით ლოგუა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებს შეუსრულებელ დანაპირებს და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის პირდაპირი ვალდებულებაა მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ცხოველთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
"ეს იქნება დამატებითი შემოსავალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის. მხოლოდ ასე ნუ შევხედავთ, რომ მივიყვანთ ძაღლებს და იქ ჩავამწყვდევთ. უნდა განლაგდეს მიუსაფარი ცხოველებისთვის სასტუმრო. იქ დასაქმდება გარკვეული კონტიგენტი ადამიანების", - ამბობს დავით ლოგუა.
მანამ კი, ვიდრე თავშესაფარი შორეული პერსპექტივაა, მისი აზრით, კარგი იქნება, თუ ქალაქის ცალკეულ ლოკაციაზე ძაღლებისთვის სახლებს დადგამენ. ასევე, დამონტაჟდება სპეციალური ყუთები, საიდანაც მიუსაფარ ცხოველებს საკვების მიღება შეეძლებათ. თავად, ძმასთან ერთად, საკუთარი სახსრებით ორი სახლი დადგა, თუმცა ორივე რამდენიმე თვეში მოიპარეს.

მხოლოდ თავშესაფარი პრობლემას ვერ გადაჭრის, - ამბობს ცხოველთმოყვარული მარიამ შაყილაძე. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა დღეისთვის უკონტროლო გამრავლებაა და სწორედ ეს უნდა შეჩერდეს. სამოქალაქო აქტივისტისთვის წარმოუდგენელია, აშენდეს იმ ზომის სივრცე, რომელიც ყველა მიუსაფარ ძაღლს დაიტევს.
მარიამ შაყილაძის განმარტებით, არც საერთაშორისო პრაქტიკა არ ცნობს ძაღლების მთელი ცხოვრება თავშესაფარში გამოკეტვას. მეტიც, იმ ქვეყნებში, სადაც აქვთ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, სავალდებულო სტერილიზაცია -კასტრაციის პუნქტები მოქმედებს, მუნიციპალური თავშესაფრის ერთ-ერთი მნიშვნლოვანი ფუნქცია კი სწორედ სტერილიზაცია-კასტრაცია და ვაქცინაციაა უნდა იყოს.
"მიუსაფარ ცხოველთა რიცხვი იზრდება. ამის მიზეზი ის არის, რომ არ გვაქვს შესაბამისი კანონმდებლობა. არ გვაქვს რეგულაციები, რომელიც რიგ პრობლემებს დაარეგულირებს. არ არის მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებს ცხოველთა უკონტროლო გამრავლებას. არ არსებობს სტერილიზაცია-კასტრაციის სავალდებულო მოთხოვნა", - გვითხრა მარიამმა.
მისივე თქმით, ცხოველთა მიმართ უამრავ სისასტიკეს აწყდებიან ქვეყნის მასშტაბით, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი კი,რომლის მიხედვითაც, ცხოველის წამება, ან მისადმი სისატიკით მოპყრობა სისხლის სამართლის დანაშაულად არის აღიარებული, არ მოქმედებს. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ სანამ პრობლემა მოგვარდება, ყველამ უნდა ვისწავლოთ მიუსაფარ ცხოველებთან ჰუმანური თანაცხოვრება.
ზუგდიდის მერიის განცხადებით, ბოლო ორი წლის მანძილზე, 600-ზე მეტი ძაღლი გაიყვანეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ოზურგეთის თავშესაფარში, სტერილიზაცია-კასტრაციის და ბაქტერიებზე დამუშავების მიზნით. წელს დაგეგმილია კიდევ 200-მდე ცხოველის გადაყვანა. ჩვენს კითხვას, რომ სტატისტიკის არარსებობის და უკონტროლო გამრავლების პირობებში, ეს ციფრები პრობლემას ვერ აგვარებს, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ასე უპასუხა - "შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულ ნაწილს პრობლემა ეხსნება. ჩვენ ვემსახურებით როგორც სკოლებს, ისე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს, კორპუსის ტიპის დასახლებებს,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, სადაც შესაძლოა მიუსაფარი ძაღლების ჯგუფი შეგვხვდეს".
მისივე თქმით, თუკი საჭიროება იქნება, წლის ბოლომდე კიდევ მეტ ცხოველს გადაიყვანენ თავშესაფარში.

გიგა მელია აღიარებს, რომ ეს ღონისძიებები არასაკმარისია. ამიტომაც, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად მუშაობენ რეგიონული თავშესაფრის მოსაწყობად. პროექტი უკვე მზად აქვთ, თუმცა ჯერ არ იცის, როდის დაიწყება მშენებლობა. მერიის წარმომადგენელი მიზეზადპანდემიას იშველიებს,რომელმაც მათ შორის ზუგდიდში დღის წესრიგი შეცვალა. დღეს დაფინანსების წყაროს მოძიებაზე მუშაობენ, შემდეგ კი ტენდერიც გამოცხადდება. თავშესაფრისთვის ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
რაც შეეხება სტერილიზაცია-კასტრაციის პუნქტებს, ეს სერვისი გიგა მელიას თქმით, ყველა მუნიციპალიტეტს არ აქვს და ფიქრობს, რომ ყველგან ამის საჭიროება არც არსებობს. დასავლეთ საქართველოში რამდენიმე მსგავსი პუნქტია, რომელიც მისი განმარტებით, სხვა მუნიციპალიტეტებსაც ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.
რაც შეეხება ცხოველებისთვის სახლების დადგმას და კვების ე.წ. ბოქსების მოწყობას, მერიაში ამბობენ, რომ დღეს მათთვის პრიორიტეტია მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის შემცირებაყველა იმ წესის დაცით, რომელიც არ არღვევს მათ უფლებებს.

თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს რიცხვი არ იკლებს, პირიქით, ყოველწლიურად იზრდება.
რეგიონული განვითარების სამინისტრომ 2018 წელს დააანონსა, რომ მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ყველა რეგიონს 2019 წლის ბოლოსთვის ექნებოდა. სამეგრელოში საამისოდ ზუგდიდი, სოფელი ჭითაწყარის ტერიტორია შეირჩა. მომზადდა პროექტი, თუმცა შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ პანდემიის გამო, ბიუჯეტში კორექტირება მოხდა:
"ამ ეტაპზე არ გვიზის გეგმაში ძაღლების თავშესაფარი", - განმარტეს ფონდში.