„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოლოდინში არიან. იმიტომ კი
არა, რომ კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავთ, უბრალოდ წინასაარჩევნოდ მეტ
ყურადღებას არიან ჩვეული. ყოველ ჯერზე ახალი იმედებით ივსებიან, რომ
შესრულდება მათი უკვე ოცნებად ქცეული სურვილი და სოფელში შიდა გზის
მშენებლობა დაიწყება.
პრობლემები სამარღიოს უბანში ბევრია, თუმცა მოქალაქეები მათ შორის უმთავრესად უგზოობას და უწყლობას ასახელებენ.

სამარღიოს უბანი სოფლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადგილია. აქ ჭებში წყალი ხშირად შრება, ამიტომ ითხოვენ წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას - დაქსელვას და საცავიდან მათ სახლებამდე წყლის მილების გაყვანას.
„ყოველ წელს გვეუბნებოდნენ გაკეთდება გზა, წყლის პრობლემები იქნება მოხსნილი, მაგრამ როგორც ხედავთ არ მოგვარებულა. საარჩევნოდ უფრო აქტიურდებიან. გზის მოხრეშვაც ზუსტად არჩევნების წინა დღეს მოხდა“, - გვიყვება 55 წლის თეონა ჭეჟია, რომელიც სოფლის მთავარ პრობლემებზე სასაუბროდ ყველა შესაძლებლობას იყენებს. მათ შორის აცნობს სოფელში ჩასულ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
მასზე ხანდაზმულებიც ირწმუნებიან, რომ წლების განმავლობაში, სხვადასხვა მთავრობის პირობებში უპირველესი მოთხოვნა სამარღიოს უბნის ცენტრთან დამაკავშირებელი 4 კილომეტრიანი გზის მშენებლობა იყო, თუმცა უშედეგოდ.

72 წლის ნუგზარ ადონია ამბობს, რომ ბავშვობიდან ელოდა უბანში გზის მშენებლობას, იმედი მიეცა 2019-2020 წლებში როცა სოფლის ცენტრალური გზა დააგეს. ეგონა სამარღიოს უბანსაც „ეშველებოდა“, მაგრამ შეცდა. დღემდე ინფრასტრუქტურის არქონის გამო მაღალმთიან სოფელში ხშირად უფუჭდებათ ტრანსპორტი, ამ მიზეზის გამო გაცილებით ძვირია ტაქსის მომსახურებაც, მისვლა უჭირს სასწრაფო დახმარების მანქანას.
„მეზობლები მირეკავენ და მე მიმყავს საავადმყოფოში. ისეთი გზაა სასწრაფო ვერ მოდის“, - ამბობს 62 წლის ჯანო არახამია. მიუხედავად იმისა, რომ რთულ რელიეფზე მორგებული, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეიძინა, ხშირად უზიანდება და უწევს ნაწილების შეძენა, შეკეთება.
გაცილებით მძიმე პირობებში არიან ისინი, ვისაც საკუთარი ავტომანქანა არ ჰყავს. სოფელში, სადაც თავს ადგილზე მოწეული ხილითა თუ ბოსტნეულის რეალიზაციით ირჩენენ, ტრანსპორტი მნიშვნელოვანია მოსავლის ბაზარში გასატანადაც.

„რამდენი ოჯახია აქ ისეთი, რომ ვერ გააქვს თავისი პროდუქტი უმანქანობის გამო, ცუდი გზის გამო და ლპება...მე მანქანა არ მყავს და ყოველთვის ხომ ვერ შევაწუხებ მეზობელს?!“, - კითხულობს თეონა ჭეჟია.
პრობლემების საკუთარი ძალებით მოგვარებაზე არაერთხელ იმსჯელეს სოფლის ცენტრში შეკრებისას. მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუნდაც 4 კილომეტრიან გზას საკუთარი მწირი ბიუჯეტით ვერ დააგებენ: „ამისთვის 5 ათასამდე ლარი, რომ იყოს საკმარისი, სოფელიც გაწვდებოდა, მაგრამ ასე არაა“, - გვითხრა ნანი ჯიქიამ.
გზის დაგებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანშიც. 2 წლის წინ კი მათი მოთხოვნა შესრულდა. აბასთუმნელები მიიჩნევენ, რომ წარმატება განაპირობა მაჟორიტარი დეპუტატის დახმარებით ადგილობრივ თვითმმართველობასთან მუდმივ კოორდინაციაში ყოფნამ.
„დეპუტატ ედიტა კოდუას დახმარებით იყო ბევრი მოთხოვნა. შეგროვდა ხელმოწერები... ბევრი ვიწვალეთ ამისთვის“, - გვითხრა აბასთუმნელმა მარინა ფარცვანიამ.

როდის შესრულდება სამარღიოს უბნის მცხოვრებთა მრავალწლიანი მოთხოვნა, ვერ გვიკონკრეტებენ მერიაში. „ლაივპრესისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ „ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ყველა გზის ერთდროულად რეაბილიტაცია ვერ განხორციელდება. მიმდინარეობს დამატებითი რესურსის მოძიება“.
რაც შეეხება წყლის პრობლემას, მერიაში განმარტეს, რომ „ესეც სისტემურია“ და მუშაობენ მის „ეტაპობრივად მოგვარებაზე“.
მათი მონაცემებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 110-ზე მეტ ქუჩას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.
„ხეცერასა და ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოების დასრულების შემდეგ, კი ზუგდიდის 48-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრამდე მისასვლელი გზა სრულად იქნება რეაბილიტირებული“, - განმარტეს მერიაში. აქვე ირწმუნებიან, რომ სწორედ ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება სოფლებში, მათ შორის ჯიხაშკარში, შიდა გზების მშენებლობა. მერია არ აკონკრეტებს არც ცენტრალური გზების დაგების დასრულების თარიღსაც.