უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
ბურთი ჩვეულებრივი არ არის, ხმას გამოსცემს, კაციც მის ხმას მიჰყვება
და ფეხს ურტყამს, ბიჭებიც მონდომებით იგერიებენ.
39 წლის ბაჩუკი ხასაია უსინათლო ფეხბურთელთა ნაკრების წევრია, პანდემიის მიზეზით შეჩერებული თამაშების გამო ახლა საკუთარ შვილებთან ერთად ვარჯიშობს ეზოში. მას ევროპაში გამართულ ტურნირებში ხშირად მიუღია მონაწილეობა და სურს, რომ უსანათლოებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა საქართველოშიც დაინერგოს.
"წლებია ვითხოვ ხმოვანი შუქნიშნების და ადაპტირებული ბანკომატების დამონტაჟებას. რატომ არ შეიძლება ჩვენთანაც სხვა ქვეყნების მსგავსად, ხმოვანი საგზაო ნიშნები იყოს, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ გადაადგილება. ასევე ვითხოვდი მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების დაფინანსებას, ახლახან მგზავრობა დააფინანსეს, თუმცა მხოლოდ პირველი ჯგუფის შშმ პირების და სოციალურად დაუცველებისთვის, მაგრამ არ გაითვალისწინეს, რომ უსინათლო მარტო ვერ წავა. მას აუცილებლად სჭირდება დამხმარე", - ამბობს ბაჩუკი.
მას გადაადგილებაში ცოლი ეხმარება. მეუღლე არ მუშაობს და ოჯახის შემოსავალი მხოლოდ შშმ პირის 250 ლარიანი პენსია და სოციალური დახმარებაა, რომლის აღებასაც უსინათლო დამოუკიდებლად ვერ ახერხებს.
ბაჩუკიმ ადგილობრივი ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა მომვლელის დაფინანსების მოთხოვნით, თუმცა მერიაში უთხრეს, რომ მომვლელის ანაზღაურება მხოლოდ მწოლიარე შშმ პირებისთვისაა გათვალისწინებული:
"თუ მე ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს, თუ სოციალურად დაუცველი ვარ და მუდმივ მეთვალყურეობას ვსაჭიროებ, ჩემი მეუღლე ხომ ვერ იმუშავებს. ამიტომ თუ ეს პროგრამა ეკუთვნის მწოლიარეს, ამ შემთხვევაში რატომ არ გვეკუთვნის ჩვენ, ტოტალურ უსინათლოებს".

ზუგდიდის მერიის სოციალური სამსახურის უფროსის გოგი რევიას განცხადებით, უსინათლოებს სჭირდებათ არა მომვლელი, არამედ გამცილებელი, რომლის დანერგვასაც მომავალ წელს გეგმავენ.
"მომვლელის პროგრამა გულისხმობს მხოლოდ მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის მომვლელის გამოყოფას და დაფინანსებას, ბაჩუკის ახლა რაც სჭირდება, ეს არის გამცილებელი. ეს პროგრამა სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს, ვფიქრობთ, გადავამზადოთ და გვყავდეს გამცილებელი, რომელიც დაეხმარება ბენეფიციარებს, გაჰყვება საჯარო და სამედიცინო სერვისების მისაღებად.
ამისათვის მათ მოუწევთ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე და წინასწარ დაჯავშნონ ვიზიტი. 2 ტრენერი გადავამზადეთ უკვე, რომლებიც თავის მხრივ, გადაამზადებენ გამცილებლებს. პანდემიის გამო შეფერხება გვქონდა, თუმცა ამ პროგრამას მომავალ წელს აუცილებლად განვახორციელებთ", - აცხადებს მერიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება ადაპტირებული შუქნიშნების დამონტაჟებას, ამაზე საუბარი მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2 წლის წინ დაიწყო. საკითხის ინიციატორი საკრებულოს უმრავლესობის წევრი სანდრო სორდია ამბობს, რომ მაისის შუა რიცხვებში საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხზე იმსჯელებენ და ხმოვანი შუქნიშნები ქალაქში უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება.
"დროში გახანგრძლივდა ამ ინიციატივის შესრულება, გასათვალისწინებელია პანდემიით გამოწვეული მდგომარეობა ქვეყანაში. თუმცა ჩვენ უკვე მივდივართ გარკვეულ გადაწყვეტილებამდე. რამდენიმე დღის წინ, შესაბამისმა კომისიამ განიხილა ახალ ლოკაციაზე შუქნიშნების დამონტაჟების საკითხი, რაც უქმე დღეების შემდეგ საკრებულოზე დიდი ალბათობით მოწონებული იქნება. ეს 5 შუქნიშანი იქნება ადაპტირებული, სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის".
მისივე თქმით, იგეგმება ასევე არსებული შუქნიშნების ადაპტირებაც.
ხმოვანი შუქნიშნები თბილისში უკვე დამონტაჟებულია და უსინათლოებს გამცილებლებიც ჰყავთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უსინათლოების გადაადგილების პრობლემა გადაჭრილია, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მიქიაშვილი:

"ხმოვანი შუქნიშნების პრაქტიკა არის, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ადგილას. თუ სწორადაა დამონტაჟებული კარგია, რაც შეეხება ბანკომატებს, არცერთ ბანკს არ აქვს ადაპტირებული ხმოვანი ბანკომატი საქართველოში. თბილისში არაა უკეთესი მდგომაროება, იქ შეიძლება ოდენავ მეტია გაკეთებული, მაგრამ ინფრასტრუქტურა უფრო რთულია ვიდრე რეგიონებში. თბილისში მცხოვრები უსინათლოები საჯარო და სამედიცინო სერვისების მიღებას გამცილებლის დახმარებით ახერხებენ, მაგრამ მხოლოდ საჯარო დაწესებულებებში და სამედიცინო სერვისი მისაღებად. გამცილებელი უსინათლოს, ბაზარში, ან ახლობელთან ვერ გაყვება. ამიტომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო".
მისივე თქმით, საუკეთესო გამოსავალია, როცა უსინათლოებს ინსტრუქტორები დამოუკიდებლად გადაადგილებას ასწავლიან.
"რამდენად იმუშავებს ეს საქართველოში, ცალკე საკითხია, რადგან ინფრასტრუქტურა აქ გაუმართავია", - ამბობს მარიამ მიქიაშვილი.
რამდენი უსინათლო ადამიანი საჭიროებს შესაბამისი სერვისების მიღებას უცნობია, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო უსინათლოთა სტატისტიკას არ აწარმოებს. მარიამ მიქიაშვილის ინფორმაციით, უსინათლოთა კავშირს 3000 წევრი ჰყავს, მაგრამ სავარაუდოდ, ქვეყანაში 15 ათასი ადამიანია უსინათლო და მცირემხედველი, აქედან 4000-მდე კი ტოტალური უსინათლო პირია.