ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული ნაგავსაყრელია მოწყობილი. ეს ნაგავსაყრელი სამეგრელოს ექვს მუნიციპალიტეტს ემსახურება.

ცაცხვის ნაგავსაყრელიდან, სადაც დღეში საშუალოდ, 45 ნაგავმზიდი მანქანა შედის, უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე 1050 მეტრი მანძილია. აქ ტვირთს დაუხარისხებლად ცლიან, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს კი ტერიტორიას შეჩვეული ძაღლები დარაჯობენ, სვავებთან და ყვავებთან ერთად.

გზა, რომელსაც ეს მანქანები გადიან, ცაცხვს და ხობის სოფელ ხამისკურს აკავშირებს ერთმანეთთან. ხამისკურში მცხოვრები 82 წლის კატუშა მამფორიაყოველ დღე დახურული ფანჯრიდან, ან აივნიდან უყურებს მანქანების გადაადგილებას. მისი თქმით, ნაგავმზიდებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები ღიად მიაქვთ დანიშნულების პუნქტამდე, რა დროსაც სუნი და მტვერი დგება, ზოგჯერ ჩამოცვენილ პარკებს კი საქონელი ჭამს. მოხუცი ქალი ნაგავსაყრელის სიახლოვეს მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების გამოც წუხს და ხელისუფლებისგან წლებია ყურადღებას ითხოვს.

"დაიცვან წესები, ნაგავს როცა ყრიან. ქათმებს ვერ ვზრდით, საქონელს ვერ ვუშვებთ, რადგან ძაღლები დაესევიან. ღორი დაუგლიჯა აქ ერთს. ფანჯრებს ვერ ვაღებთ. საჭმელს ვერ ვჭამთ გარეთ. სუნია. მანქანებსაც სუნი აქვთ. აქციები გვქონდა. დაგვპირდნენ, გადახურული იქნებაო მანქანები. ისევ ისე მიაქვთ. ძაღლები მოგვაშორონ. ესაა გამოსავალი", - უთხრა კატუშა მამფორიამ "ლაივპრესს".

ძაღლების სიმრავლეზე ჩივის გურანდა კუკავაც სოფელ ცაცხვიდან. მისი თქმით, მოქალაქეები შეგნებულად ტოვებენ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან შინაურ ცხოველებს, ნაგავში ქექვით თავი რომ ირჩინონ. ამბობს რომ, რამდენიმე წლის წინ ხბო ძაღლებმა დაუგლიჯეს. გარეთ შემთხვევით დარჩენილის მხოლოდ თავი და ფეხები დახვდათ დილით.

ეს პრობლემა ყველას აწუხებს, ვინც საქონელს საძოვარზე უშვებს. ამ საძოვარს კი ნაგავსაყრელის ტერიტორიისგან ღობე ჰყოფს.

"დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ დაგვირიგა ბუკლეტები. გვითხრეს, რომ შენდება დახურული ნაგვსაყრელი, სადაც დაკონსერვდებოდა ნარჩენები. არ ვიცი, ეს იყო საარჩევნო დაპირება თუ რა, მაგრამ არც ბუკლეტის დამრიგებელი მინახავს მერე და არც არავინ. როცა დახურული აშენდება, ეს კარგი იქნება იმ მხრივ, რომ ძაღლსაც იმდენად თავსარჩენი არ იქნება", - გვითხრა გურანდამ.

მისი სახლი ნაგავსაყრელიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია, თუმცა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სუნი აქამდეც აღწევს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტერიტორიას მზე დააჭერს და ნიავი დაუბერავს. სუნი იყო ინტერვიუს ჩაწერის დროსაც.

"მე მიყვარს ზაფხულში ჩირების გაკეთება. არ შეიძლება აქ რამე გაახმო, ან ჩირი ჩამოკიდო. ყველაფერს ბუზი აჯდება. ხომ შეიძლება ისაუზმო, დაჯდე. ზაფხულია, ყავას დალევ. ასე არ შეიძლება. შიგნითაც ლენტებით და ბუზების საჭერებით ვართ", - ამბობს გურანდა და დასძენს, რომ ახალი ნაგავსაყრელის აშენებამდე, მოქმედი უნდა მოწესრიგდეს

ნარჩენების არასწორი მართვა ეკოლოგიურსაფრთხეებს რომ ქმნის არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, ამაზე კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელი საუბრობს. მაია კოდუას თქმით, ისეთ ნაგავსაყრელებზე, როგორიცაა ცაცხვის, დიდი წილი მუნიციპალურ ნარჩენებზე მოდის, რომელთა შორის მრავლადაა ორგანული ნარჩენები. მათი დაშლის დროს კი, სხვადასხვა მავნე ნივთიერება წარმოიქმნება. მაგალითად, სათბურის აირი მეთანი. ის გავლენას გლობალური დათბობის პროცესზე ახდენს. შესაბამისად გარემოზე, ადამიანების ჯანმრთელობასა თუ სოფლის მეურნეობაზე. მსგავსი აირების წარმოქმნა აბინძურებს ნიადაგს და ხშირ შემთხვევაში წყლის ხარისხზეც მოქმედებს.

მაია კოდუას განმარტებით, ევროკავშირის სტანდარტის მიხედვით, ნარჩენების სწორი მართვა რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ნარჩენების შემცირება-პრევენცია, ხელმეორედ გამოყენება, გამოყენება სხვა დანიშნულებით, გადამუშავება და ნაგავსაყრელზე განთავსება. მსგავსი რამ კი, რეგიონში არ ხდება. მართალია, ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე, ნარჩენებისთვის დაიდგა ყუთები, სადაც მათი დახარისხებულად ჩაყრაა შესაძლებელი, თუმცა ეს მასა ნაგავსაყრელზე შემდეგ მაინც ერთიანად იყრება.

"როგორც ვიცით, იგეგმება საერთაშორისო სტანდარტების არასახიფათო ნარჩენების განთავების ობიექტის მოწყობა, რაც მისასალმებელია. რაც უფრო სწრაფად განხორციელდება პროექტი, იქნება მნიშვნელოვანი. ეს იქნება პირდაპირი ზრუნვა გარემოზე, ადამიანებზე, პირველ რიგში მათზე, ვინც ამ ნაგვასაყრელის სიახლოვეს ცხოვრობს. გარდამავალ პერიოდში კარგი იქნება არსებულის გაუმჯობესებაზე ზრუნვა", - ამბობს მაია კოდუა.

ცაცხვში მოქმედი ნაგავსაყრელი შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვისკომპანიას" 2012 წლის შემდეგ ეკუთვნის. მანამდე ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ექვემდებარებოდა. კომპანიის დირექტორის მრჩეველი ხათუნა ჩიკვილაძე ამბობს, რომ ადგილზე, მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელია.

"მთელი დღის განმავლობაში ხომ გროვდება. ყოველ წუთში ვერ გადაფარავ. შემდეგ რომ იფარება, ეს პრაქტიკულად არის ხელისშემშლელი სუნის და ბუზების გავრცელების. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს გადაფარვა იყოს დროული", - აღნიშნა ხათუნა ჩიკვილაძემ.

ზუგდიდში ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობა 2017 წელს დაანონსდა. შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში" აცხადებდნენ, რომ ძველი ახლით, 2020 წლისთვის ჩანაცვლდებოდა, ამისთვის კი დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაიხარჯებოდა.

დღეს კომპანიში ამბობენ რომ ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა "დიდად არ დაგვიანდა", და მხოლოდ რამდენიმე თვით და ისიც პანდემიის მიზეზით გადავადდა. დირექტორის მრჩეველი ირწმუნება, რომ წლის ბოლოსთვის ყველა დოკუმენტი ხელთ ექნებათ, რის შემდეგაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება მშენებლობაზე, 2022 წლისთვის კი სამეგრელოს ევროპული სტანდარტის ნაგავსაყრელი ექნება.


როგორი იქნება ახალი ნაგავსაყრელი: ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

რაც შეეხება ძაღლებს, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, მიუსაფარ ცხოველებსრომლებიც უშუალოდ მათ ტერიტორიაზე არიან, პერიოულად სტერილიზაცია-კასტრაციას უტარებენ. ნაგავსაყრელის გარე პერიმეტზე მყოფებზე კი მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს.

მიუსაფარ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობაც რამდენიმე წლის წინ დაანონსდა, თუმცა დღემდე არ აშენებულა.

მოსახლეობის პრეტენზიის საპასუხოდ, რომ ნაგავმზიდი მანქანები ღიად, გადაუხურავად გაადგილებიან, დირექტორის მრჩეველი აცხადებს, რომ, მათი ვალდებულება ნაგავსაყრელის ჭიშკრიდან იწყება, ნარჩენების შეგროვება და მოტანა კი მუნიციპალიტეტის პირდაპირი მოვალეობაა. ტრანსპორტიც მათ ეკუთვნით.

"ზუგდიდდასუფთავების ცენტრში" ირწმუნებიან, რომ ყველანაირი წესებით დაცვით ხდება ნარჩენების ტრანსპორტირება. მანქანებს კი გამოსვლისას რეცხავენ. რაც შეეხება ჩვენს მიერ მიწოდებულ ფოტოს, სადაც ააიპ-ის კუთვნილ მანქანას ნაგავი გადაუხურავად მიაქვს დანიშნულების ადგილზე, გვითხრეს, რომ ფაქტს შეისწავლიან და მეტად გააკონტროლებენ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. 

ნაგავსაყრელის ტერიტორია 17 ჰექტარს მოიცავს. უშუალოდ ადგილი კი, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრიან, დაახლოებით ხუთი ჰექტარია. მოქმედის დახურვის შემდეგ, ახალი, თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობა ძველის გვერდით იგეგმება.

ზუგდიდის გარდა, იგეგმება ფოთის ნაგავსაყრელის დახურვაც. ფოთში, წალენჯიხასა და ლახანში გადამტვირთავი სადგურები მოეწყობა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.