ვიდეო
სლოტ კლუბი კინოს ნაცვლად - ზუგდიდელი მოზარდების გასაჭირი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ანა, გიორგი, ლაზარე, დავითი, კესო, მარიკა - 18-19 წლის ზუგდიდელი მოზარდები არიან, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ კინო და ცდილობენ არ გამორჩეთ საინტერესო ფილმები. მათთვის ძნელია ცხოვრება ქალაქში, რომელსაც კინოთეატრი არ აქვს. პანდემიამდე ხშირად შეკრებილან და თბილისში წასულან დიდ ეკრანზე საყვარელი ფილმების სანახავად. ასეთი მოგზაურობა რა თქმა უნდა მათგან დამატებით დროს და ხარჯებს ითხოვს, ამიტომ ხშირად ვერ აძლევენ თავს ამის უფლებას.

მოზარდების კინოჩვენება ბოტანიკურ ბაღში

ოპტიმიზმით და იდეებით სავსე ახალგაზრდებმა ზუგდიდის, როგორც თავად ამბობენ მოსაწყენი ცხოვრების შეცვლა სცადეს. იმ შესაძლებლობებით რაც აქვთ, დროდადრო კინოჩვენებებს მართავენ. 

კინოს დაარსების სურვილი ახალგაზრდებში წლებია არსებობს, რადგან ქალაქის ერთადერთი კინოთეატრი „ატრიუმი“ 2015 წელს დაიხურა და მის ნაცვლად სლოტ კლუბი გაიხსნა. მანამდე, 2012 წელს კი, 300 ადამიანზე გათვლილი დარბაზი 150 ადგილამდე შემცირდა მაყურებელთა სიმცირის გამო.

ტოტალიზატორი ყოფილი კინოთეატრის შენობაში

კინოთეატრის დახურვის მიზეზად მაშინ „ლაივპრესს“ „ატრიუმში“ განუმარტეს, რომ გახსნის დღიდან აქტიურად იმართებოდა ფილმების ჩვენებები, თუმცა მაყურებლის სიმცირის გამო ობიექტს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ტემპის შენარჩუნება ვერ შეძლო. კინოთეატრის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა შენობის ნაწილი სხვადასხვა კომერციული საქმიანობებისთვის გაექირავებინა, მათ შორის ტოტალიზატორისთვისაც.

სლოტ კლუბში გვითხრეს, რომ შენობაში დაშლილია ადრე არსებული კინოს მცირე დარბაზიც, რადგან ისიც თავად იქირავეს. შენობის შიდა სივრცის ვიდეოგადაღებაზე უარი გვითხრეს.

„ბიზნესმენის კუთხით უნდა შევხედოთ ამას, იმიტომ, რომ ვინც ამას ქმნის, მომხმარებლები საერთოდ არ ადარდებს. მისთვის მთავარია ამან ფული მოიტანოს. კინოთეატრმა უფრო ნაკლები ფული მოიტანა ვიდრე ტოტალიზატორმა“, - გვეუბნება 18 წლის დავით გაბედავა. მიაჩნია, კინოთეატრს რომ ბევრი მაყურებელი ჰყავდეს, შესაბამისი გარემო უნდა იყოს, არ უნდა იმართებოდეს მოძველებული ფილმების ჩვენებები, როგორც ეს მანამდე ხდებოდა. ის და მისი მეგობრებიც დარწმუნებული არიან, თუ ხშირად იქნება პრემიერები და მოეწყობა კომფორტული დარბაზი, კინოთეატრს მომხმარებელი ეყოლება.

„ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ქალაქში - არ გვაქვს კინოთეატრი და ვფიქრობ ეს პრობლემა უნდა წამოვჭრათ ახალგაზრდებმა. იმიტომ რომ ახალგზარდების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია“, - ამბობს 19 წლის ანა გაბრავა.
მისი მეგობრები მიიჩნევენ, რომ ბევრი ახალგზარდა ქალაქიდან სწორედ იმიტომ „გარბის“ დედაქალაქში, რომ ადგილზე არ აქვს კულტურულ-გასართობი ობიექტები.

„პანდემიის გამო შევფერხდით თორემ ყველას თბილისისკენ მიგვიწევდა გული. იმიტომ რომ იქ არის ის ობიექტები, რომლებიც ჩვენ გვინდა და რომლებიც ჩვენ გვჭირდება და რომლითაც შეგვიძრია ჩვენი დრო ნაყოფიერად დავხარჯოთ“, - თქვა კესო ფირცხელავამ. ისიც ანას მსგავასად მომხრეა ახალგზარდებმა გაცილებით მწვავედ მოითხოვონ კინოთეატრის მოწყობა. მიიჩნევს, რომ ასე შესაძლებელია აქტიური ახალგაზრდების ქალაქში შენარჩუნება.

ყოფილი კინოთეატრი "ატრიუმი"

მოზარდებმა ამ რეალობის შეცვლა 2018 წელსაც სცადეს, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ პროექტ სოციალური მეწარმეობის განვითარების ფარგლებში კინოთეატრის ბიზნესგეგმა შეიმუშავეს. მათი პროექტის მიხედვით, 100 ადგილიანი კინოთეატრის შენობის ბიუჯეტი 65 ათასი აშშ დოლარია.

ჰქონდათ შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. მიიღეს დაპირება, რომ ინვესტორისთვის, ვინც მზად იქნებოდა კინოთეატრი მოეწყო, ფართს გამოჰყოფდნენ. არ გამოჩნდა ინვესტორიც და არც ფართი გამოუყვია მერიას. მწირი ბიუჯეტის მიზეზით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ალტერნატიული გამოსავალი შესთავაზა მოზარდებს.

ფოტო მერიის მოწყობილი ღია ჩვენებიდან

2019 წლიდან ამოქმედდა მოძრავი კინოთეატრი, რაც ღია ცის ქვეშ ფილმების ჩვენებას გულისხომბს. საამისოდ მერიამ 11 ათას ლარზე მეტი დახარჯა. აქედან პროექტორის ეკრანის ტენდერით შეძენად 5330 ლარი, ხოლო 50 პუფისთვის 6 ათასი ლარი გამოყო.

ზუგდიდის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუამ გვითხრა, რომ პროექტმა კარგად იმუშავა. ახლა კი კინოჩვენებები შეჩერებულია მხოლოდ პანდემიის გამო. ზამირა ღადუა ამბობს, რომ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებასთან ერთად ამუშავდება მობილური კინოთეატრიც.

თავის მხრივ მოზარდები მიიჩნევენ, რომ ღია ცის ქვეშ გამართული ჩვენებებისგან მიღებული ემოციები ვერ ცვლის დარბაზში, დიდი ეკრანისა და ხმის გამაძლიერებლების დახმარებით მიღებულს. ამიტომ თვლიან, რომ ქალაქში სადაც რეგიონის მასშტაბით იყრიან თავს ახალგაზრდები, კინოთეატრი უნდა მოეწყოს. ისინი სამომავლოდაც აპირებენ ამ კუთხით მუშაობას და თვითმმართველობისთვის ახალი იდეებით მიმართვას.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.