ვიდეო
კერამიკის სახელოსნოს ახალი სიცოცხლე [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ეს პანოა, რომელზეც ბოლო პერიოდია ვმუშაობ, - სახელოსნოს იატაკზე, ჯერაც დაუსრულებელ ნამუშევარს გვიჩვენებს მხატვარ-კერამიკოსი რობერტ აბსანძე. პანდემიის მიუხედავად, აქ ყოველდღიურად იძერწება სუვენირები, ჭურჭლეულობა ქართული ორნამენტებით. პანო ყველაზე დიდი დეკორაცია იქნება, რომელიც "ორკოლ სტუდიის" გარეთა ფასადს ცოტა ხანში დაამშვენებს.

მასზე მუშაობა არამხოლოდ ხელოვანისთვის აღმოჩნდა განსაკუთრებით საინტერესო, არამედ ტურისტებისთვის, სახელოსნოს ყველა სტუმრისთვის. ტექნიკური დეტალების გარდა, მათ რობერტ აბსანძე კოლხურ კულტურაზეც უყვება. სწორედ ეს უძველესი ისტორიული მოტივი გასდევს წითელ ხაზად ნამუშევარს. აქ ნახავთ ამოტვიფრულ ქართულ ანბანს, სხვადასხვა დროს, ქართველი მეფეების მიერ მოჭრილ მონეტებს. ეს ნიმუშები ცაიშის არქეოლოგიური გათხრებისას ნახა. გათხრებში თავადაც მონაწილეობდა. მერე კი გადაწყვიტა, ნანახი პანოზე გადმოეტანა.

"ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა. ზუსტად არ ვიცი. შეიძლება თვე, თვე-ნახევარი მოვუნდე მის დასრულებას. მერე დასაფერია ეს ყველაფერი და კედელზეა გასაკრავი. როცა გაკეთდება და დაამშვენებს ჩემს სახელოსნოს, საინტერესო სანახავი იქნება ყველასთვის, ტურისტებისთვის განსაკუთრებით. მოდიან და მეკითხებიან, თუ როდის დავამთავრებ", - უთხრა მხატვარ-კერამიკოსმა "ლაივპრესს".

პანდემიამ ისიც აზარალა. თუ ადრე ქართულ სუვენირებს აქტიურად ყიდდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დღეს ბევრი რამ შეიცვალა. სიმწირეა ტურისტების, რის გამოც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მოუხდათ მუშაობა. იძულებული გახდა თანამშრომლები დაეთხოვა და ოჯახის წევრებთან ერთად მეტი ეშრომა, რომ სახელოსნო არ გაჩერებულიყო. მძიმე თვეები შემოსავალსაც დაეტყო. პრაქტიკულად გაგვინულდაო, ამბობს.

გადაწყვიტეს, აქტიური მუშაობის განახლებისთანავე, განსხვავებული დიზაინის ნახელავი შესთავაზონ მომხმარებელს. ახალი შეგირდებიც აიყვანეს. მათი გადამზადების პარარელურად, იმედი აქვს, რომ ზოგიერთი ყოფილი თანამშრომელიც დაუბრუნდება ძველ საქმეს.

განსაკუთრებული მოწონებით მომხმარებლებში ბროწეულის და გვირილის პრინტიანი ჭურჭელი სარგებლობს. ბროწეულის გამოსახულებით ჩაიდანს ჩვენს თვალწინ რობერტ აბსანძის შვილი, მხატვარი ცირა აბსანძე ამზადებს. ბროწეულები დედის იდეა იყოო, იხსენებს ცირა. თიხაზე მუშაობა მის მსგავსად ოჯახის დანარჩენმა წევრებმაც მამისგან ისწავლეს.

"მამა ძალიან კონსერვატორია და თიხაზე კლასიკური ორნამენტები უყვარს. როცა დავიწყეთ ბროწეულების ხატვა, ბუზღუნებდა, თიხას ეს არ მოუხდებაო, მაგრამ როცა გვირილებზე გავავედით, კარგი გაერთეო, ისიამოვნეო. მერე გვირილებმა ისეთი მოწონება დაიმსახურა და შევყევი. ახლა ჩემი ხაზი, შემოქმედება, სურვილები, ყველაფერი გადატანილია ბროწეულებსა და გვირილებში", - გვიხსნის ცირა.

პანდემიაში მართალია ძველებურად ვეღარ ყიდიან, თუმცა სამაგიეროდ გაცილებით მეტ დროს ატარებენ სახელოსნოში და შემოქმედებითად უფრო მოიცალეს. დაღლას თითქმის ვერ გრძნობს, რადგან როცა იმ საქმეს აკეთებ, რომელიც გიყვარს და აკეთებ სიყვარულით, ეს პროცესი არ შეიძლება დამღლელი იყოსო. პირიქით, მისთვის ერთგვარი თერაპიაა.

"ძალიან სასიამოვნო პროცესია. როცა რაღაცას ქმნი, არასდროს არ გამოდის ერთნაირი. როცა აკეთებ და ყველა სხვადასხვანაირია, ეს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ამ პროცესს. მე ბავშვობიდან ვარ ამ საქმეში ჩართული. მთელი ბავშვობა ამას ვუყრებდით. ზოგადად მამაა ისეთი ტიპი, რომ როცა რაღაცას აკეთებს, აუცილებლად გვერდში უნდა ჰყავდე ხან რჩევის, ხან შეშველების თვალსაზრისით. ძალაუნებურად გვიწევდა აქ ყოფნა და შემოგვესწავლა", - გვითხრა ცირამ.

როდის ამუშავდება სახელოსნო ძველებურად, რობერტ აბსანძემ ჯერ არ იცის. რთულია პროგნოზებზე საუბარი, როცა საქმე პანდემიას ეხება. ახლა მხატვარ-კერამიკოსს მხოლოდ ვაქცინაციის ეიმედება, რომ ორწლიანი დაბრკოლებების შემდეგ, საყვარელი საქმე ახალი ენერგიით აკეთოს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.