ვიდეო
მარწყვის სათბური ოტობაიაში და ფერმერი, რომელსაც პანდემიამ გაყიდვები გაუზარდა [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთში, გალის სოფელ პირველ ოტობაიაში მარწყვის ერთადერთი სათბურია. ის თამარ ძანძავამ სამი წლის წინ გააშენა. წინასწარ არაფერი დაუგეგმავს. ერთ დღესაც, 100 ძირი ნერგი იყიდა და სახლში გასამრავლებად წამოიღო. მერე ისე მოეწონა მცენარის მოვლა და აიყოლია ახალმა საქმემ, რომ 200 კვადრატზე სათბურიც მოაწყო.

აქ 1500 ძირი მარწყვი ხარობს და არც მყიდველებს უჩივის. მოწეულ მოსავალს სახლიდან გაუსვლელად ყიდის თანასოფლელებსა თუ მეზობელი სოფლის მცხოვრებლებზე. ხშირად მოთხოვნა მიწოდების შესაძლებლობას უსწრებს. ჯერ იმდენი არ აქვს, რომ გალის ბაზარზე გაიტანოს.

"ძალიან სათუთად ვუვლი, როგორც საკუთარ შვილებს. დღე და ღამე მათთან ვარ. ძალიან დიდ ყურადღებას ითხოვს. ეტყობა, როცა აკლდება ყურადღება და ვერ ვახერხებ იმ დროის დათმობას, რაც მათ სჭირდებათ. გამორჩული რითია? მე არ ვუკეთებ იმდენ მედიკამენტს, შხამქიმიკატებს, რასაც სხვები. არ არის ბიო მარწყვი, მაგრამ არ მაქვს გაჟღენთილი ქიმიური ნივთიერებებით", - უთხრა თამარ ძანძავამ "ლაივპრესს".

მოსავალს წელიწადში სამჯერ იღებს, საშუალოდ ორ ტონამდე. ყველაზე ბლომადაა აპრილიდან აგვისტომდე პერიოდში. პანდემიამ კი არ მაზარალა, პირიქით, პროდუქციის რეალიზებაში დამეხმარაო, ამბობს. მაშინ, როცა ყველაფერი ჩაიკეტა, ბაზრობაც, გზაც, მომხმარებლები მეზობელი სოფლებიდან, აქტიურად სტუმრობდნენ მარწყვისთვის. ფერმერის თქმით, ეს ადამიანები კმაყოფილები ტოვებდნენ სათბურს, რაც ორმაგად სასიამოვნო აღმოჩნდა მისთვის.

ერთ ძირზე ორი კილო მარწყვი მოდის. პირველ წელს კარგი მოსავალი მიიღო. შარშანდელი მართალია კლიენტებს მოეწონათ, თუმცა თავად დიდად კმაყოფილი არ ყოფილა. წელს კი გაცილებით ცოტა მოსავალს ელოდება. თამარ ძანძავა ამბობს, რომ ნერგები დაძველდა, რაც მის ნაყოფიერებაზეც აიახება. ამიტომ, ოქტომბერში აყრის და ხელახლა, ოღონდ უფრო დიდ ფართობზე, 1000 კვადრატზე გააშენებს სათბურს. დარგავს თითქმის ხუთჯერ მეტ, 5 ათას ნერგს, მერე კი გალის ბაზრისთვის მიწოდებაზეც იფიქრებს.

"იმედი მაქვს ყველაფრი გეგმის მიხედვით წავა და გალის ბაზარზეც გავიტანო. ხუთჯერ მეტი მოსავალი მექნება და თუ გალის ბაზრის დაკმაყოფილებას შევძლებ, იმედი მაქვს სოხუმამდეც მივალთ", - გვითხრა ოტობაიის მცხოვრებმა.

ფერმერს სათბურის მოვლაში შვილი, მეუღლე და დედამთილი ეხმარებიან. თუმცა გაფართოების შემდეგ, დამხმარე მუშახელის აყვანაც მოუწევს.

ოტობაიის გარდა, მარწყვის სათბური არც მეზობელ სოფლებში აქვთ. აქ ძირითადად ბოსტნეულის და ყვავილების სათბურებია გაშენებული. ოტობაიაში, ისევე როგორც პრინციპში ყველგან, დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამ ფონზე, თამარ ძანძავას აზრით დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლების, ადამიანების განვითარებისთვის სწორედ ასეთ და მსგავს მეურნეობებს.

"რაც უფრო მეტი დასაქმდება და შემოსავალი იქნება, მით მეტად განვითარდება აფხაზეთიც, ადგილობრივი მოსახლეობა", - გვითხრა თამარმა.

სათბურის ფოტოები და ვიდეოკადრები "ლაივპრესს" ფერმერმა მიაწოდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
შეხვედრის ადგილი რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზა. 2021 წელი.
17:52 / 10.06.2021
შეხვედრის ადგილი რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზა. 2021 წელი.
ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩას დღემდე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის
ერთ-ერთი ლიდერის, ლავრენტი ბერიას სახელი ჰქვია.
17:36 / 10.06.2021
ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩას დღემდე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერის, ლავრენტი ბერიას სახელი ჰქვია.
პანდემიის პირველი ტალღისას, როცა კორონავირუსზე ბევრი
14:29 / 07.06.2021
პანდემიის პირველი ტალღისას, როცა კორონავირუსზე ბევრი
ეს პანოა, რომელზეც ბოლო პერიოდია ვმუშაობ, - სახელოსნოს
09:26 / 21.05.2021
ეს პანოა, რომელზეც ბოლო პერიოდია ვმუშაობ, - სახელოსნოს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.