რატომ ჰქვია ზუგდიდში ქუჩას ლავრენტი ბერიას სახელი [ვიდეო]
ზუგდიდში ცენტრალურ ქუჩას დღემდე საბჭოთა ტოტალიტარული
რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერის, ლავრენტი ბერიას სახელი ჰქვია. იმის
მიუხედავად, რომ კანონი ხელისუფლებას საბჭოთა სიმბოლიკის შეცვლას
ავალდებულებს, ის ძველი სახელის შენარჩუნების მიზეზად ქუჩის
მცხოვრებლების უმრავლესობის საბჭოთა წარსულისადმი ნოსტალგიას
ასახელებს.
ადგილობრივების გამოკითხვით ვიგებთ, რომ მოსახლეობის ნაწილი მართლაც სახელის გადარქმევის წინააღმდეგია.
"უნდა იყოს ეს სახელი, ისტორიის მიხედვით, მაგას ცუდი არაფერი გაუკეთებია საბჭოთა კავშირის პერიოდში", - ამბობს თემურ ხარჩილავა.
იქვე ახლოს მყოფმა რამდენიმე ადამიანმა გვითხრა, რომ ამ მოსაზრებას ეთანხმებიან:
"ბერია იყო კარგი კაცი და კარგი ადამიანი და უნდა დარჩეს ეს ქუჩა. საქართველოსთვის ცუდი არაფერი არ გაუკეთებია", - გვითხრა თემურ ჭყონიამ.
თუმცა აქვე ცხოვრობენ ადამიანები, რომელებიც მათგან განსხვავებულად ფიქრობენ. გერონტი როგავა გვეუბნება, რომ აბრის, რომელიც მისი სახლის ჭიშკარზეა გამოკრული, რცხვენია.
"მრცხვენია, რომ ბერიას ქუჩაზე ვცხოვრობ. ჩემი თაობის ხალხის უმეტესობა კარგ დროს იხსენებს, ძველ დროს, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელია, კარგი დრო იყო, როცა ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ესაა ჩემთვის კარგი დრო", - ამბობს ადგილობრივი და დასძენს, რომ ქუჩისთვის სახელის შეცვლაზე ხელისუფლებისთვის არ მიუმართავს, რადგან იცის, რომ უმცირესობაშია და მეზობლების უმრავლესობას საპირისპირო განწყობა აქვს.
"ზოგს ბერია გმირი ჰგონია, მეგრელები გადაარჩინა ვითომ და სულელური რაღაცეები. ზოგს იმიტომ არ უნდა შეცვლა, რომ მერე პირადობა, პასპორტი უნდა შევიცვალოთო, ერთიანობა არაა ჩვენთან, ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი ისე, მერე ზოგი განაწყენდება", - ამბობს გერონტი როგავა.
ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლის ზურაბ კვარაცხელიას აზრით, უმჯობესი იქნება, თუ ქუჩას ადგილობრივი ღირსეული ადამიანის სახელი დაერქმევა:

"გააჩნია რა ალტერნატივა იქნება. ალბათ უფრო ვინმე კარგი ზუგდიდელის, გარდაცვლლის სახელი, ან უბანში მცხოვრები ვინმე კარგი ადამიანის დაერქვას".
ქუჩებისთვის სახელების გადარქმევის ინიციატივით, ზუგდიდის საკრებულოს "საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველომ" 2018 წელს მიმართა, რამდენიმე ქუჩას სახელები შეუცვალეს, თუმცა ლავრენტი ბერიას ვერა.
"2018 წელს მივმართეთ ზუგდიდის საკრებულოს და ერთად დავიწყეთ ამაზე მუშაობა, რის შედეგად სახელი შეეცვალა ოსტროვსკის, კრასნოდარის, კიკვიძის ქუჩებს, მოგვიანებით, სოფელ კიროვსაც. ჩვენ ყველა ამ დასახლებაში ვიყავით და შევხვდით ადგილობრივ მოსახლეობას. თუმცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ ბერიას ქუჩისთვის სახელის გადარქმევაზე, საკრებულომ გაითვალისწინა ქუჩის მცხოვრებლების უმრავლესობის აზრი, თუმცა საკრებულოს აქვს რესურსი რომ სახელი შეცვლოს, მეტი სამუშაოა ჩასატარებელი ამ მოქალაქეებთან და სასაუბროა, რომ არ შეიძლება ქუჩას ერქვას იმ ადამიანის სახელი, რომელთანაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული უამრავი რეპრესია", - ამბობს ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა.
მისივე თქმით, თავისუფლების ქარტიის მიხედვით, რომელიც ქვეყანაში საბჭოთა სიმბოლიკას კრძალავს, ხელისუფლება ვალდებულია ქუჩას სახელი გადაარქვას, თუმცა ამავდროულად არსებობს, მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვის ვალდებულებაც რათა დაარწმუნოს მოსახლეობა ქუჩისთვის სახელის გადარქმევის აუცილებლობაში.
"ხელისუფლებას შეუძლია დაარწმუნოს მოქალაქეები რომ მათი ვალდებულებაა ქუჩას სახელი შეეცვალოს კანონიდან გამომდინარე და ხელისუფლების ინტერესი უნდა იყოს პირველ რიგში გაცილებით უფრო მაღალი", - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა აღიარებს, რომ ამ მიმართულებით მეტი მუშაობაა საჭირო.

"ჩვენ გვქონდა ამის მცდელობა და მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგია სახელის გადარქმევის. ვფიქრობ რომ მეტი ინფორმაციის გავრცელებაა საჭირო მოსახლეობაში, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი მოდის გარკვეული ინიციატივით და ჩვენ ვიყავით ამ ინიციატივით, ავუხსენით მოსახლეობას რომ უნდა შეგვეცვალა სახელდება ამ ქუჩის. ალბათ ეს არ არის საკმარისი, სხვადასხვა ორგანიზაციების, სხვადასხვა სფეროს ჩართულობა გადამწყვეტი იქნება ამ მიმართულებით.
როცა იღებ ამ გადაწყვეტილებას, ეს უნდა იყოს ორმხრივ კონსენსუსზე დაფუძნებული. არ მინდა რომ ამან გამოიწვიოს დაპირისპირება ხელისუფლებას და მოქალაქეებს შორის, იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მივალთ ამ გადაწყვეტილებამდე", - ამბობს ირაკლი ლაგვილავა.
ადგილობრივი ხელისუფლების ამ პოზიციას საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშს უწოდებს.
"ეს იგივეა, რომ გარკვეული დანაშაული დავუშვათ იმ არგუმენტით, რომ რაღაც რაოდენობამ ლინჩის წესით გასამართლებას დაუჭიროს მხარი. ცხადზე ცხადია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ეშინია მკვეთრი პოზიციის დაჭერა. ეს არის სერიოზული ქეისი, რომელიც აჩვენებს, რომ ელემენტარული ჭეშმარიტება კანონის ენაზე და იმ ღირებულებების ამსახველი რაზეც დემოკრატიული სახელმწიფო უნდა იდგეს, იმსხვრევა კონკრეტული ხმების დაკარგვის შიშის წინაშე", - ამბობს მკვლევარი.
მისივე შეფასებით, მოსახლეობის საბჭოთა წარსულისადმი ნოსტალგია არის შედეგი იმისა, რომ დღემდე არ მიეცა სამართლებრივი შეფასება ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს.