ვიდეო
ცხოვრება დევნილობაში, პანდემიისას [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სოფელ რუხში, ყოფილი სკოლის ნგრევად შენობაში 9 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ეს შენობა დამხმარე ნაგებობებით, ერთი საუკუნისაა. 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, აქ მცხოვრებმა ადამიანებმა აფხაზეთი იძულებით დატოვეს და დღემდე საკუთარ ჭერზე ოცნებობენ. ძველ შენობას არც წყალი მიეწოდება და ნორმალური ცხოვრებისთვის არც რაიმე სხვა პირობა აქვთ.

კორონავირუსმა კი მათი ყოველდღიურობა უფრო დაამძიმა. მართალია ეპიდემიოლოგებისგან მუდმივად ისმენენ მოწოდებებს, რომ ხელი ხშირად დაიბანონ, თუმცა დევნილებს ჩასახლებაში ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა დიდი ძალისხმევის ფასად უწევთ. აქ საპირფარეშოც საერთოა.

ჩასახლებიდან მხოლოდ სამი ოჯახი გაიყვანეს, დანარჩენებმა არ იციან რატომ დატოვეს. იძულებით გადაადგილებული პირები 28 წელია ახალ საცხოვრებელ ბინებს ითხოვენ.

საკუთარი კერის მოლოდინშია 81 წლის ეთერ გაბუნიაც. წლებია სამინისტროსგან პასუხად იღებს, რომ ამ ეტაპზე განსახლებისთვის არასაკმარისი ქულები აქვს. ორი წლის წინ ქმარი გარდაეცვალა და პრობლემების პირისპირ მარტო დარჩა.

"იმას ნატრულობდა, ჩემი საკუთარი სახლი როდის მექნებაო. ვერ მოესწრო. ისე ვიქნები მეც. უარესადაც ცხოვრობს ხალხი, მაგრამ ჩემი საკუთარი სახლი მინდა, სანამ ცოცხალი ვარ. ვთხოვე მთავრობას, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა. ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო მაშინ, როცა 4 ქულა გვქონდა. ბაბუა, სადმე არ მუშაობდიო, ან არ გიბრძოლიაო? არაო, არ მიბრძოლიაო. 4 ქულა არ გეყოფაო ბაბუა. კი შვილო, რამე იქნება, ან სიკვდილი მალე მოვაო. ასე დავრჩით", - უყვება ეთერ გაბუნია "ლაივპრესს".

მარტოდ მცხოვრები მოხუცი ქალი სოციალური შემწეობის და პენსიის იმედად ცხოვრობს. ამ თანხით სესხის ფულსაც იხდის, რომელიც ქმრის გარდაცვალების დღეს აიღო. ფინანსურს, ჯანმრთელობის პრობლემებიც ერთვის. ეთერ გაბუნიას სურვილია, იქნებ 28 წლიანი ლოდინი დასრულდეს და საკუთარ სახლს მოესწროს.

"თუ მომცეს, მომცემენ. თუ არადა ვიქნები აქ. დაინგრევა ეს და მეც გავალ მერე ჩემს მეუღლე მურმანთან", - ამბობს დევნილი.

იგივე სურვილი აქვთ ნგრევად შენობაში დარჩენილ სხვა ოჯახებსაც. ისინიც უმძიმეს პირობებზე ჩივიან და ხელისუფლებისგან ელიან პასუხს, რატომ და როდემდე უნდა იყვნენ ასე.

"მე ვეტერანი ქმარი მყავს. ახლაც სამხედროში მუშაობს. 15 წელია ემსახურება საქართველოს, მაგრამ რატომ, არ ვიცი... ეს არის ჩვენი სამზარეულო. დამპალი ფიცრებით მოვუშენეთ, რომ საწოლი ოთახი და ყველაფერი ერთად არ გვქონოდა", - გვიხსნის დევნილი ქეთო ცობეხია და პლასტმასის სათლისგან დამზადებულ "ონკანს" გვიჩვენებს, რომელსაც ხელის დასაბანად იყენებენ.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. მართალია სიფრთხილით, მაგრამ პანდემიისასაც ინარჩუნებენ ამ კავშირს. ქეთო ცობეხიაც ერთ-ერთი მათგანისგან კორონავირუსით დაინფიცირდა. მერე ოჯახის წევრებიც დააინფიცირა. სიცხიანი დედამთილ-მამამთილს უვლიდა და ვირუსიც ფეხზე მდგომმა გადაიტანა.

სკოლის ყოფილი შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მტკიცებით, ჩასახლებაში ფაქტობრივად მხოლოდ 3 ოჯახი ცხოვრობდა, რაც მონიტორინგის სამმართველოს მიერ შარშან ჩატარებულმა აღწერამაც დაადასტურა, დღეს კი, აქ 9 ოჯახია რეგისტრირებული.

შენობიდან კრიტერიუმების გარეშე გაყვანილ ამ 3 ოჯახს ბინა ბარამიას ქუჩაზე, ახლადაშენებულ კორპუსში უკვე გადასცეს, ჩასახლებას კი გაუქმებული ობიექტის სტატუსი მიენიჭა.

"რაც შეეხება ეთერ გაბუნიას და ქეთო ცობეხიას ოჯახებს, მათი უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართებით არ განხორციელებულა, ვინაიდან, სააგენტოს მიერ შესრულებული აღწერის პროცესში, ისინი, არ წარმოადგენდნენ მითითებული სკოლის ფაქტობრივ მაცხოვრებლებს. მოქმედი კანონმდებლით, დევნილი ოჯახები, რომელთა იურიდიულ მისამართს წარმოადგენს აღნიშნული ობიექტი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან მხოლოდ იმ მისამართიდან შევსებული განაცხადების საფუძველზე, სადაც რეალურად ცხოვრობენ და სადაც დახვდებიან მონიტორინგის სამსახურს", - ნათქვამია "ლაივპრესისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრმა "აფხაზეთი" 2020 წელს კვლევა მოამზადა, რომლის თანახმადაც, სამეგრელო-ზემო სვანეთში დევნილთა 230 ჩასახლებაა, სადაც 1300 ოჯახი, ძირითადად ამორტიზებული ინფრასტრუქტურის პირობებში ცხოვრობს. ორგანიზაციის ცნობით, მათ 52,5%-ს იზოლირების შესაძლებლობა პანდემიისას არ ჰქონია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, 2021 წელს ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 2 200 დევნილ ოჯახს გადასცემენ. ამასთან, დამატებით, 1 200 სოფლად სახლს შეისყიდიან. მათ შორის ზუგდიდში ბინა გადაეცემა 600 დევნილ ოჯახს. დამატებით შესყიდულია 400-მდე ბინა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე
16:48 / 27.07.2021
ალეკო თასმებს იკრავს და უმცროს ძმას, ილიას ეძახის, მოემზადეო. მერე
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ
ვპოულობთ,
20:11 / 20.07.2021
წიგნს აქვს მაგიური ძალა და გვაძლევს იმას, რასაც სხვაგან ვერ ვპოულობთ,
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს მთლიანად
10:08 / 17.07.2021
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს მთლიანად
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
10:46 / 07.07.2021
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
"აქტიურობა მაღალია"-  ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით" ვაქცინაციის
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
 26 მაისი ზუგდიდში [ფოტო]
დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში, უკვე მეორე წელია არ იმართება
რეგულაციები კორონავირუსზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზუგდიდში [ფოტორეპორტაჟი]
ტრანსპორტში, მუნიციპალურია ის, თუ კერძო, ისევ პრობლემად რჩება
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.