მდგრადი მოდის საწარმო ეკოლოგიური ზიანის შესამცირებლად [ვიდეო/ფოტო]
ყველას გარდერობშია გამოუყენებელი ან მოძველებული ტანისამოსი,
რომელიც შემდეგ სანაგვეზე ხვდება. მოდის ცვალებადობა და სტილის
მუდმივი ტექსტილის დიდი რაოდენობით გადაყრას იწვევს, რაც
გარემოსდამცველების შეფასებით, არანაკლებ ზიანს აყენებს გარემოს ვიდრე
პლასტმასის ბოთლები.
ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გარემოში ნახშირბადის შემცველი ნარჩენების 10 % ზე მოდის ინდუსტრიაა პასუხიმსგებელი. ეს კი უფრო მეტია ვიდრე საერთაშორისო ფრენების და საზღვაო გადაზიდვების მიერ ერთად გამომუშავებული CO2. ამავე მონაცემებით, ერთი მაისურის დასამზადებლად საჭიროა 2 700 ლიტრი წყალი, ეს კი დაახლოებით იმდენია, რაც ერთ ადამიანს ორნახევარი წლის განმავლობაში სასმელად ეყოფა.

მარი ბენდელიანი, საწარმოს დამფუძნებელი.
ბუნებისთვის ტექსტილის ნარჩენებით მიყენებული ზიანის შესამცირებლად გარემოსდამცველმა მარი ბენდელიანმა ზუგდიდში სოციალური საწარმო - მდგრადი მოდის სახელოსნო 7R დააფუძნა, სადაც შეიძლება გადასაგდებად გამეტებული ჰალსტუხებისგან, სხვადასხვა ფაქტურის და ფერის ქსოვილებისგან ყოველდღიური, პრაქტიკული ტანისამოსი, ჩანთა ან სხვა აქსესუარი შეიქმნას.
"ჩვენი მიზანია შევამციროთ ზიანი, რომელსაც ქსოვილების მოხმარება და გადაგდება იწვევს და გვსურს ნარჩენებისგან შევქმნათ ახალი, პრაქტიკული, ყოველდღიური მოხმარების აქსესუარი, თუ ტანსაცმელი, რადგან ნარჩენების ასე უმართავად არსებობა ჩვენს ირგვლივ იწვევს გარემოს დეგრადაციას, ბუნებრივი რესურსების არამდგრად გამოყენებას, გარემოს დაბინძურებას, რომელიც უკან გვიბრუნდება პროდუქტის, ჰაერის, დაბინძურებული წყლის, თუ სხვადასხვა ფორმით. ტექსტილი ხომ პლასტმასის შემდეგ მეორე ადგილზეა რაოდენობით და მავნებლობით", - ამბობს საწარმოს დამფუძნებელი.

მარი ბენდელიანი გარემოს დაცვის მიმართულებით 6 წელია მუშაობს. მდგრადი მოდის სახელოსნოს იდეის განხორციელება თბილისის პარალელურად ზუგდიდშიც გადაწყვიტა, თანამშრომლებთან ერთად შეგირდებიც აიყვანა და უკვე შეკვეთებიც მიიღო.
"გადავწყვიტე გადმოვსულიყავი საცხოვრებლად ზუგდიდში და აქ თანამშრომლები ვიპოვე, რომელთაც ამ სახელოსნოსი სჯერა. რატომ ზუგდიდში? ერთი რომ აფხაზეთიდან დევნილი ვარ და თუ სახლში არა, სახლთან ახლოს მაინც ვიქნები, თან ფესვები სამეგრელოდან მაქვს, ამიტომ როცა არჩევანი მქონდა სად შეიძლებოდა იდეის განხორციელება, შორს არ წავსულვარ, ვფიქრობ რეგიონში ბევრი შესაძლებლობებია, ამავდროულად ბევრი გამოწვევაცაა, მაგრამ არის სივრცე ასეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად".

ამჯერად საწარმო პირველი ჩვენებისთვის ემზადება. ჩვენებაზე მეორადი ტექსტილისგან შექმნილი ქართული ორნამენტებით გაწყობილი ტანსაცემლი იქნება წარმოდგენილი. იდეის განსახორცილებლად საწარმო თანხას სოციალური ინიციატივების მხარდასაჭერად შექმნილ პლატფორმაზე აგროვებს.
"ვქმნით ყოველდღიურ ტანსაცმელს, რომელიც იქნება პრაქტიკული, ის შეიქმნება აუთლეტში დარჩენილი მოწყენილი პიჯაკებისგან, რომელმაც ვერ იპოვა თავისი მომხმარებელი. გვსურს გამოვიყენოთ ქართული ორნამენტებიც, ეს ერთის მხრივ, იქნება ყოველდღური ტანსაცმელი, რომლითაც მცირე საქართველო შეგიძლიათ ატაროთ, პირველი ჩვენება ეძღვნება აფხაზეთს. ეს იქნება იმედის, ნოსტალგიის სიმბოლოც, გარდა იმისა, რომ გარემოს დაცვითი მდგრადი მოდის იდეა აქვს".

მარის მიზანია 3 წელიწადში, ზუგდიდში ისეთი სივრცე შექმნას, სადაც განთავსდება რამდენიმე სახელოსნო, რომელიც ორიენტირებული იქნება გარემოს დაცვაზე და ნარჩენების შემცირებაზე. ასეთი სივრცის განთავსება მას რომელიმე მიტოვებული ქარხნის შენობაში წარმოუდგენია.