ველოსპორტი რისკის ფასად - რატომ არ ცვლის სიტუაციას ზუგდიდის მერია [ვიდეო/ფოტო]
15 წლის ნიკოლოზ ტყებუჩავა სკოლისგან თავისუფალ დროს
მთლიანად ველოსპორტს უთმობს. შეუძლია დღეში 5-6 საათიც ივარჯიშოს.
ცდილობს ახალი ილეთები ისწავლოს და შემდეგ საკუთარი ცოდნა თანატოლებს
გაუზიაროს. მან ორი წლის წინ, მეობართან ერთად ველომოყვარულთა კლუბიც
დაარსა, რომლის მიზანი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია-განვითარება
და იმ პრობლემების მოგვარებაა, რასაც ველომოყვარულები ყოველდღიურად
აწყდებიან.
პრობლემები ბევრია - მათ შორის ერთ-ერთია ქალაქის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სადაც არც არის ადგილი ველობილიკისთვის. მოზარდები უკვე ამაზე აღარ ჩივიან, რადგან თვლიან, რომ შორეული პერსპექტივაა. ისინი წუხან ცუდი გზების და ტროტუარების გამო, სადაც ველოსიპედით გადაადგილება ჭირს.

"გზაში ძალიან ბევრი სირთულე გვხვდება. მაგალითად, როგორიც არის მოუწესრიგებელი ტროტუარები, მაწანწალა ძაღლებიც, რომლებიც დაგვდევენ და გვიყეფენ ხოლმე", - ამბობს ნიკოლოზ ტყებუჩავა.
განიცდიან იმასაც, რომ მოქალაქეებს მათი არ ესმით. სანამ სავარჯიშოდ სკეიტ-პარკამდე მივლენ, ბევრი წინააღმდეგობის გადალახა უწევთ. ამბობენ, რომ მძღოლების მცირე ნაწილი თუ უთმობთ საავტომობილო გზას. იგივე პრობლემაა ტროტუარებზეც.

ველომოყვარულებმა იციან, რომ ტროტუარი ქვეითებზეა გათვლილი, მაგრამ ზოგჯერ, უსაფრთხოების მიზნით უწევთ სარგებლობა. ეს კი, ფეხით მოსიარულეთა დისკომფორტს და გაღიზიანებას იწვევს. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ხშირად იღებენ შენიშვნებსაც.
"ჩვენ არავინ გვითმობს გზას. თავი დაანებეთ, ეს არ არისო კარგი სპორტი, სხვა სპორტში შედითო. ზუგდიდში ეს სპორტი არაა საინტერესო. ერთხელ სკეიტ-პარკში ერთ ქალს ვუთხარი, გაიწიეთ მეთქი და იმან მითხრა, მე არ გავიწევი და შენ მიხედეო შენ გზას", - გვითხრა 12 წლის უჩა ძიძიგურმა.

ველომოყვარულებმა იციან, რომ ქალაქში ველობილიკების, გზების და ტროტუარების პრობლემა სწრაფად არ გადაიჭრება, ამიტომ უპირველესი მიზანი თუნდაც სკეიტ-პარკში უსაფრთხო სავარჯიშო სივრცის მოწყობაა.
"სკეიტ-პარკიც არ არის შესაბამისი. ჩვენი სკეიტ-პარკი არის ბეტონის და რომ დავეცეთ, შეიძლება სერიოზული ტრავმა მივიღოთ. სკეიტ-პარკი უნდა იყოს ხის, ან რაიმე ამის მაგვარი... აი, ქუთაისში ძალიან კარგი პარკია, ხის. ასე შეიძლება ჩვენი სკეიტ-პარკის გადაკეთებაც", - თქვა 12 წლის საბა შარიამ.

ველომოყვარულები ირწმუნებიან, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, ჰქონდათ შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურშიც, საპასუხოდ კი მიიღეს პირობა, რომ პარკი სათანადოდ მოეწყობოდა, რომელიც ჯერ არ შესრულებულა.
მერიაში ვერც "ლაივპრესს" დაუკონკრეტეს ვადა, როდის შეიძლება ველომოყვარულების თხოვნა შესრულდეს. ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით სკეიტ-პარკში შესაბამისი გარემოს შესაქმნელად მუშაობა დაწყებულია, რათა "მაქსიმალურად სწრაფად" დაკმაყოფილდეს მოზარდების მოთხოვნა.