„არ ყოფილა საშიში“ - ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიაში [ვიდეო]
74 წლის ზაურ ჯიქია დროებით მოწყდა თხილნარში მოსავლის
აღების აქტიურ სამუშაოებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა
გაეკეთებინა. სამეურნეო საქმეებით დატვირთულ სოფელ კახათის
მცხოვრებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელი აღმოჩნდა ადგილობრივ
ამბულატორიაში ვაქცინაციის კაბინეტის გახსნა. როგორც კი შეიტყო ამ
სიახლის შესახებ, ისარგებლა.

ამბობს, რომ ვაქცინაციის "ცოტა ეშინოდა", თუმცა გაცილებით მეტ საფრთხეს კორონავირუსში ხედავს და ამიტომაც სოფლის ამბულატორიას დილიდან მიმართა, სადაც რიგის მომლოდინე და უკვე აცრილი თანასოფლელები დახვდა.
ვაქცინაციის პროცესმა გართულებების გარეშე, უმტკივნეულოდ და სწრაფად ჩაიარა.
"არაა საშიში. კარგი ყოფილა", - თქვა ზაურ ჯიქიამ. ის ახლა აუცრელებს მიმართავს, რომ ვაქცინაცია ვირუსთან საბრძოლველად ერთადერთი და აუცილებელი იარაღია, ამ პროცესის გადადება კი კორონავირუსით ინფიცირების საფრთხეს ყოველდღიურად ზრდის.

კოვიდ-19 ზაურ ჯიქიამ და მისმა ოჯახმა ზამთარში გადაიტანა. ამბობს, რომ ამ დღეების გახსენებაც არ უნდა რადგან, მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო. ჰქონდათ ვირუსის გართულებული ფორმა, თუმცა ჰოსპიტალში ადგილების არარსებობის გამო იძულებული იყვნენ სახლში ემკურნალათ.
"არ გამახსენო. ძლივს გავიტანეთ სული მთელმა ოჯახმა. ეს (კორონავირუსი) შვილიშვილმა მოგვიტანა. 2 – 3 კვირა ვიყავით ცუდად, დავიყენეთ სისტემები... ავაწიოკეთ ხალხი - ნათესავი, მოყვარე და ძლივს გამოვედით მდგომარეობიდან", - თქვა ზაურ ჯიქიამ ე.წ. მოლოდინის ოთახში, სადაც ვაქცინაციის შემდეგ რამდენიმე აცრილთან ერთად ნახევარი საათი დაჰყო.
მათ შორის იყო კახათში, საგანგებოდ აცრისთვის მეზობელ სოფელ ოქტომბერიდან ჩასული, 77 წლის ნელიკო კვარაცხელია. აცრილი ქალი ამბობს, რომ პანდემიის დასრულება სურს რაც შეილება სწრაფად, რათა დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას - შვილიშვილების აქტიურ სტუმრობას და მათთან ერთად დროის მშვიდად გატარებას. მისთვის ეს იყო ვაქცინაციის ჩატარების მთავარი მოტივაციაც.

"სულ სახლში ვართ გამოკეტილი და ამიტომაც გადავწყვიტეთ ავიცრათ", - თქვა 77 წლის ნელიკო კვარაცხელიამ, რომელიც ასაცრელთან ოჯახის წევრებთან ერთად იყო მოსული.
სოფელ კახათში მერის წარმომადგენელი მამუკა ჩახაია ამბობს, რომ ადგილობრივ ამბულატორიაში 11:00 საათიდან დაიწყო ვაქცინაციის პროცესი და 2 საათში უკვე 400-მდე პირი აიცრა. მათ შორის როგორც კახათის, ასევე მეზობელი სოფლების მცხოვრებლები. მისივე თქმით, ადგილზე მხოლოდ ჩინური წარმოების ვაცინებით "სინოფარმითა" და "სინოვაკით" აცრაა შესაძლებელი. ბევრია სხვა ვაქცინის მსურველი ამიტომ მათი ნაწილი დარეგისტრირებულია სოფელ რუხის საავადმყოფოში, ნაწილმა კი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიმართა სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტარა იმუნიზაცია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სოფლებში ვაქცინაციის პროცესი ამბულატორიებში 7 აგვისტოდან დაიწყო. აცრა ადგილზე რეგისტრაციით არის შესაძლებელი. სოფლების ამბულატორიების პარალელურად იმუნიზაცია შესაძლებელია რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ 25 ამცრელ კაბინეტში.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. მსურველებისთვის ხელმისწავდომია ოთხი სხვადასხვა ვაქცინა - ამერიკული წარმოების "ფაიზერი", ჩინური წარმოების "სინოვაკი" და "სინოფარმი", ასევე ბრიტანულ-შვედური "ასტრაზენეკა".