ვიდეო
წიგნებით ოკუპაციის პირისპირ - ზუგდიდში გალელი თანატოლებისთვის მოძრავი ბიბლიოთეკა შეიქმნა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთიდან დევნილი,18 წლის მარიამ ნარმანია, ოკუპირებულ გალში მცხოვრები თანატოლებისთვის ინგლისურ ლიტერატურას აგროვებს. აქცია მან ფეისბუკ გვერდზე დაანონსა და როგორც აღმოჩნდა, ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდა. წიგნები მოქალაქეებს მარიამის სამუშაო ოთახში - "მარის სივრცე" მოაქვთ ენთუზიაზმით და რწმენით, რომ ეს დახმარება გალში მცხოვრებიახალგზრდებისთვის მნიშვნელოვანია.

მარიამ ნარმანიამ სოციალური ქსელების მეშვეობით ბევრი აფხაზი და ეთნიკურად ქართველი მეგობარი შეიძინა აფხაზეთში. სწორედ მათგან შეიტყო, რომ ინგლისური სახელმძღვანელოების დეფიციტი აქვთ. ამან გადააწყვეტინა, ემოქმედა და ამ ადამიანებისთვის საჭირო წიგნების ფონდი - მოძრავი ბიბლიოთეკა შეექმნა. სახელმძღვანელოების ნაწილი გალში უკვე გააგზავნა, დანარჩენს კი თვის ბოლომდე მოუყრის თავს.

მარიამი შვიდი თვის იყო, როცა მამასთან და ფეხმძიმე დედასთან ერთად, იძულებით დატოვა აფხაზეთი.ამბობს, რომ ბევრი ტკივილი აკავშირებს ამ კუთხესთან, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ძალიან უყვარს. იქ მას აფხაზი ბებია და თანატოლები ელოდებიან, ჩასვლას კი ოკუპაციის კანონების მიზეზით, უკვე წლებია ვერ ახერხებს.

"ამ ინიციატივამ, შეიძლება ითქვას, აფხაზებში გააღვიძა სიკეთის კეთების სურვილი. ადრე თუ ჰქონდათ დამოკიდებულება, რომ ქართულად არ საუბრობდნენ, არ უნდოდათ ქართული არაფერი, ერთ-ერთმა აფხაზმა მითხრა, იცი მარიამ, მე მინდა ვისწავლო ქართული, და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული", - უთხრა მარიამ ნარმანიამ "ლაივპრესს".

წიგნებს ამ ეტაპზე გალის მცხოვრებლებს ხელზე მიაწვდიან. თუკი უფრო დიდი რაოდენობით შეგროვდება, შეიძლება იქაურ სკოლებსაც დაუტოვონ. მით უფრო, რომ აქცია ერთჯერადი შინაარსის არ არის და მომავალშიც გაგრძელდება. მხოლოდ ერთი ადამიანის ძალისხმევა გალელი ახალგაზრდების პრობლემას ვერ მოაგვარებს, ამიტომ ფიქრობ,რომ რაც შეიძლება მეტნი უნდა იყვნენ საერთო საქმისთვის, ამ პროცესში კისახელმწიფოს მხარდაჭერაც კარგი იქნება. მარიამს გული წყდება, რომ საოკუპაციო პოლიტიკის გამო არ აქვს შესაძლებლობა, აფხაზეთში ქართული ლიტერატურაც გააგზავნოს.

"მარის სივრცეში" ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები დღეს დევნილმა მალვინა ელიავამ მიიტანა. მალვინა ამბობს, რომ წიგნებს კიდევ მოიძიებს, პარარელურად კი ბევრს გააგებინებს ამ ინიციატივის შესახებ.

"აფხაზეთი ჩემი დიდი ტკივილია. 9 წლის ვიყავი, იქიდან რომ გადმოვედი. ამიტომ, როცა გავიგე ფეისბუკ პოტიდან მარი აკეთებდა ორგანიზებას, რომ წიგნებით დაეხმაროს იქაურ დევნილებს, და არამარტო წიგნებით, გამიჩნდა სურვილი, რამდენიმე წიგნი მომეტანა. იმედია, ჩემი პატარა წვლილი დიდი საქმისთვის გამოდგება. მოვიტანე ინგლისური ლიტერატურა. იქ ალბათ ძალიან ჭირს ბევრი რამის შეძენა და აქედან დახმარება ძალიან დიდი იმედი და სტიმული იქნება მათთვის", - ამბობს მალვინა.

დევნილი ახალგაზრდის ინიციატივა აფხაზი თანატოლები მხრიდან უპასუხოდ არ დარჩენილა. ისინი მარიამს დაჰპირდნენ, რომ სანაცვლოდ ქართველებს აფხაზურენოვან წიგნებს გამოუგზავნიან საჩუქრად.

მარიამი საქველმოქმედო აქტივობებს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის - "ერთად კეთილდღეობისთვის, ერთად ერთმანეთისთვის" ფარგლებში ახორციელებს, რომელიც ორი წლის წინ დააფუძნა. ამ პლატფორმის მეშვეობით, გალში პოლიმერული თიხის შემსწავლელი კურსებიც გაიხსნა, სადაც ეთნიკურად აფხაზი, აფხაზ და ქართველ თანატოლებს ასწავლის ხელსაქმეს.

წიგნების გარდა, მარიამმა გალის საავადმყოფოს მედპერსონალისთვის სადეზინფექციო ხსნარები, პირბადეები, შაქრის მზომი აპარატი თუ სხვა აღჭურვილობა შეაგროვა. აქვეა ტანსაცმლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის. შარშან კი, აფხაზეთში საკუთარი ხელით შეკერილი პირბადეები გააგზავნა.

სამოქალაქო აქტივიზმის გარდა, მარიამი ხატავს. მისი შემოქმედების თემატიკა ხშირად აფხაზეთია. პერიოდულად აწყობს საქველმოქმედო გამოფენებს, რათა მიღებული თანხით ისევ აფხაზეთის მცხოვრებლებს დაეხმაროს. რამდენიმე ნამუშევარი საჩუქრად გალშიც გააგზავნა.

დღეს მარიამი ენგურის ხიდზე, გალში მიმავალ თანატოლს ხვდება. ცოტა ისაუბრეს გზადაგზა, შუა ხიდამდე. მერე მეგობარმა ნაჩუქარი წიგნებით, მარტომ გააგრძელა გზა აფხაზეთისკენ.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი
ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
12:25 / 20.12.2022
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.