ვიდეო
600 წლის „სამართლის ხე“ დადიანების ეზოში - ისტორია, რომელიც მასწავლებელმა დავიწყებას გადაარჩინა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ამბობენ, რომ ხეებს საუბარი შეუძლიათ, უბრალოდ უნდა მოუსმინო.

დადიანების ეზოში 600 წლოვანი ცაცხვის ხე დგას, უკვე შუაზე გახლეჩილა და გარშემო სუროს ფოთლები შემოხვევია, თუმცა ისევ მწვანეა და ვინ იცის, კიდევ რამდენი ისტორიის შემსწრე იქნება.

სასახლეს ყოველდღიურად უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. მისი ეზოც მისი სიმწვანის გამო სეირნობისა და ვარჯიშის მოყვარულთათვის საუკეთესო ადგილად ითვლება, თუმცა მთავარ შესასვლელთან მდგარი ხის ისტორია თანაქალაქელებმა მასწავლებელ ციცო შენგელაიასგან შეიტყვეს.

ისტორიკოსი ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სკოლაში სამართლის სწავლება დაიწყო.

"2000 წელს ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში მომცეს სამართლის საათები და მაშინ დავინტერესდი სამეგრელოს სამართლით. იონა მეუნარგიას ქართულ მწერლობაში ვნახე ჩანაწერი, რომ დადიანების სასახლის წინ ცაცხვის ხესთან ხდებოდა საქმის გარჩევა და ამის შემდეგ დავიწყე იტალიური მისიონერების, არქანჯელო ლამბერტის, კლიმენტე გალანოს და სხვათა ნაშრომების შესწავლა, გავეცანი და დასჯის საკმაოდ სასტიკი ფორმები იყო, მაგრამ შემდეგ მე-17 საუკუნიდან, როცა ლევან მეორე დადიანი განაგებდა სამეგრელოს, მან შეისწავლა მეგრელების ხალხის ჩვეულებები, რომ ისინი დგებოდნენ ქვაზე. მას ეს მოეწონა ეტყობა და მოიტანა ქვა, ანუ ქვედა ცარცული კირქვა, რაც ზუგდიდის ირგვლივ მრავალ ადგილას მოიპოვება. ამ ქვის მერე უფრო სხვანაირი გახდა სასჯელის გამოტანის რიტუალი. ასევე, ამ ქვასთან დგებოდნენ არა მარტო სასამართლო პროცესის დროს, არამედ როცა ქვეყნის წინაშე რაღაც პრობლემა იყო, ან თუნდაც ეპიდემია".

მასწავლებელი ხესთან დაკავშირებულ ისტორიებს ხშირად უყვებოდა ბავშვებს და მიჰყავდა ისინი ხესთან, სწორედ მოსწავლეების დახმარებით გადაარჩინა ის, როცა 2004 წელს დადიანების სასახლის ეზოში ძველი ხეები მოჭრეს იმ მიზეზით, რომ "დადიანების სასახლე კარგად გამოჩენილიყო".

"აქ დიდი ხეების მოჭრა დაიწყეს და მე მოსწავლეებმა მითხრეს, ჩვენს ხეს ჭრიანო, რადგან მე ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვუხსნიდი ამ ხის მნიშვნელობას, დამყავდა ისინი სასამართლო პროცესებზე და ამ გზას ხშირად გავდიოდით, ეს ხე თავისად ჩათვალეს. გამოვიქეცით და ავუხსენით მაშინდელ დირექტორს რომ არ შეიძლებოდა ამ ხის მოჭრა, მან დაგვიჯერა და არ მოჭრა ეს ისტორული ხე და ასე შევუნარჩუნეთ ამ მრავალი საუკუნის ხეს არსებობის შესაძლებლობა".

ადგილის ისტორიული მნიშვნელობის უფრო ნათლად წარმოჩენის მოთხოვნით ციცო შენგელიამ ადგილობრივ ხელისუფლებას 2005 წელს მიმართა, თუმცა მაშინ, მისი ინიციატივით არავინ დაიტერესებულა. 2018 წელს კი კვლევის პრეზენტაცია გამართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები მოიწვია. რის შემდეგაც უძველესი ხის ხავსისგან გაწმენდა და მის ქვეშ მდგარი ქვის დაბრუნება, რომელიც 1800-იან წლებში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე გადაიტანეს, საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა.

ისტორიკოსი ამბობს, რომ მას შემდეგ ძალიან ნელა, მაგრამ ყინული მაინც დაძრა.

"ყველას ამას ვუყვებოდი, ყველას დოკუმენტურ წყაროებს ვაჩვენებდი, ყველა მპირდებოდა. ცოტა ნელა, მაგრამ მაინც დავძარი ყინული ადგილიდან. უნივერსიტეტის ხალხთან შეხვედრა მქონდა დასავლეთ საქართველოს პროფესორები გვესწრებოდნენ. მათ აღიარეს ეს როგორც აღმოჩენა, ე.ი. აქ არის ტრიადა, აქ არის სარჩელის აღსაძრავი ქვა ტახტი, რომელიც აქ არის დავანებული, ასევე ხე, რომელთანაც ხდებოდა სასჯელის აღსრულება, რომელიც ჯერჯერობით ღვთის მადლით არსებობს და ცოცხალია, მას მიხედვა, რესტავრაცია უნდა. ხვიარები და ისეთი მცენარეები უნდა მოვაცილოთ, რომ არ გააფუჭოს მისი მერქანი, ეყოს ის, რაც არის დაზიანებული. ასევე აღდგება მარმარილოს ტახტი, საიდანაც ვერდიქტს ამბობდა ქვეყნის გამგებელი და ეს იქნება ერთ-ერთი ლამაზი ადგილი სამართლებრივი და სანახაობრივი კუთხით".

2019 წლის ბოლოს მერიამ ქვა-ტახტის კომპოზიციის პროექტზე ტენდერი გამოაცხადა, თუმცა მის მოწყობა ჯერ არ დაწყებულა.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისმა კომისიამ გასცა თანხმობა და შუამდგომლობის წერილით მიმართა კულტურის სამინისტროს. ველოდებით ნებართვას, კომპოზიციის განთავსებაზე და ამის შემდგომ დაიწყება დანარჩენი პროცედურები", - აცხადებენ მერიაში.

სანამ ციცო შენგელაიას ინიციატივა ბიუროკრატიულ პროცედურებს გაივლის, ის უკვე ახალ პროექტზე ფიქრობს, თუმცა ჯერ არ გვიმხელს,

"2000 წლიდან მივყვები ამ ამბავს, არ მოვეშვები, თუ გაჭიანურდა, კულტურის მინისტრთანაც რომ დამჭირდეს მივალ. კიდევ მაქვს სხვა პროექტი, მაგრამ ჯერ ეს გააკეთონ და იმაზე შემდეგში, ისიც ძალიან საინტერესოა".



Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
08:57 / 03.11.2021
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
16:54 / 18.10.2021
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.