ვიდეო
„ჩემი მორდუ“ - როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც, - ამბობს 80 წელს გადაცილებული ვალერიანე, რომელიც ამჯერადაც გახარებული დაჰყურებს მისთვის ჩამორიგებულ კარტს. ის ზუგდიდის ხანდაზმულთა ცენტრის "ჩემი მორდუ" ერთ-ერთი პირველი ბინადარია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი "ჩემი მორდუ" ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ რუხში 1 ოქტომბერს გაიხსნა.

ვალერიანე კარტს თანატოლ მეგობრებთან და ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ხშირად თამაშობს. ხანდაზმულთა სურვილის გათვალისწინებით სამაგიდო თამაში გართობის ერთ-ერთი ნაწილია, ისევე როგოც მსუბუქი ტანვარჯიში და გასეირნება. ხანდაზმულები აქტიურად ადევნებენ თვალ-ყურს საინფორმაციო გამოშვებებსაც.

მისაღებ ოთახში სამაგიდო თამაშის პარალელურად სამზარეულოში სადილი მზადდება. მენიუში ცენტრის მცხოვრებთა საყვარელი კერძებია - სუფი და ხორციანი მაკარონი. დესერტად ნამცხვარი და სურვილისამებრ ტკბილი წვენი, ჩაი ან ყავა ელოდებათ. ხშირად მზადდება მეგრული ტრადიციული კერძებიც.

ცენტრის 5 ბენეფიციარიდან სამი სამზარეულოში კუთვნილ ადგილს იკავებს. მეოთხე, 82 წლის ბელა ფრთხილი ნაბიჯებით, ყავარჯნის დახმარებით მიემართება მათთან. თან მეგრულ სიმღერას ღიღინებს "ვაგიორქო მა, ვამორწონქო მა - იშენ ქუგორლუაფუდა სქანი ჭირი მა" (არ გიყვარვარ მე?, არ მოგწონვარ მე? - მაინც შემოგევლე, შენი ჭირი მე). მას სიმღერითვე პასუხობს და ამხნევებს ცენტრის თანამშრომელი სოფიო სალია.

ბელამ ადგილი დაიკავა და ახლა უკვე დროა ცენტრის თანამშრომლებმა მწოლიარე გალინასთან გადაინაცვლონ. მისთვის საკვები ადგილზე მიაქვთ.

სოფიო ჩვეული ენერგიიით და კარგი განწყობით შედის პაციენტთან, მას ცხელს კერძებს სთავაზობს. გალინა კი მზრუნველობისთვის მადლობას და ლოცვას არ იშურებს.

"ძალიან მიხარია ამათთან ურთიერთობა. საკუთარ ბებია-ბაბუად მიმაჩნია. მიხარია, რომ მათ სიცოცხლეს ვუხანგრძლივებ", - გვიყვება სოფიო სალია.

ცენტრის მზრუნველები ამბობენ, რომ ხანდაზმულებს მოწყენის საშუალებას არ აძლევენ, თუმცა დროდადრო ისინი იხსენებენ იმ სირთულეებს, რამაც მათი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ყველას თავისი გრძელი ისტორია აქვს, რომელსაც საგულდაგულოდ უფრთხილდებიან. ცენტრის ბენეფიციარები დევნილი, ზრუნვას მოკლებული ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან.

ამ ეტაპზე აქ 24 საათიანი ზრუნვის ქვეშ 5 ხანდაზმული ჰყავთ, თუმცა ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ადგილები სრულად შეივსება.

„ჩემი მორდუ“  ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“ (CHCA), დაარსა, რაშიც წვლილი შეიტანა აფხაზეთის მთავრობამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (GIZ) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP). ამ ინიციატივის მთლიანი ბიუჯეტი 160,000 აშშ დოლარია.

ცენტრის ბენეფიციარებისთვის ზრუნვის სერვისებს და სხვა მომსახურებას "აფხაზეთი" უზრუნველყოფს.

"აფხაზეთის" ზუგდიდის ოფისის მენეჯერი ირაკლი ქოჩუა ამბობს, რომ ცენტრის გახსნას წინ უძღოდა საქართველოს რამდენიმე რეგიონში მათ შორის სამეგრელოში სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, რომლის შედეგადაც მსგავსი დაწესებულების არსებობის აუცილებლობა გამოიკვეთა. აღსანიშნავია, რომ მოწყვლადი მოხუცების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა პანდემიის შედეგად განვითარებული კრიზისის ფონზე, ამიტომაც ზრუნვის სერვისების განვითარების აუცილებლობა მეტი სიმწვავით გამოჩნდა.

"მულტიფუნქციური, ხანდაზმულთა ზრუნვის ცენტრი "ჩემი მორდუ" ბენეფიციარებს სთავაზობს სამი სახის სერვისს. პირველი - 24 საათიანი ზრუნვის ცენტრი, რომელიც 11 ბენეფიციარს მოემსახურება, მუშაობს შინმოვლის პროგრამა, რომელიც ემსახურება 25 ხანდაზმულს და გათვალისწინებულია სათემო ცენტრის გახსნა ხადაზმულებისთვის, რომელიც 50 ბენეფიციარს მოემსახურება", - განაცხადა ირაკლი ქოჩუამ.

მისივე ინფორმაციით, ცენტრი მოემსახურება, როგორც სამეგრელოს, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში დარეგისტრირებულია 772,300 პენსიონერი. აქედან, 41,000 მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეს განიცდის.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
08:57 / 03.11.2021
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.