საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი
საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
შეცვალონ, კომუნიკაცია, ახალი ურთიერთობები, ადამიანური თუ
ტექნიკურ-მატერიალური რესურსი აუცილებელი პირობაა. ამ ყველაფრის
გარეშე ძნელია იპოვო მოტივაცია, შემოიკრიბო თანატოლები და დაიწყო
ბრძოლა ცვლილებებისთვის. განსაკუთრებით რთულია, თუ საოკუპაციო ხაზის
სიახლოვეს ცხოვრობ. ასეთია სოფელი რიყე, საიდანაც ერთი ხელის
გაწვდენაზე აფხაზეთია, და სადაც ადგილობრივთან ერთად, დევნილი ოჯახები
ცხოვრობენ.
გამოწვევების მიუხედავად, რიყელმა ახალგაზრდებმა არჩიეს თავად ეზრუნათ სოფელში იმ კომფორტზე, რაზეც ოცნებობენ. წლების წინ საინიციატივო ჯგუფად ჩამოყალიბდნენ და დაიწყეს ფიქრი, როგორ გარდაექმნათ ერთფეროვანი ყოველდღიურობა სასურველ გარემოდ. ყველგან, სადაც მიდიოდნენ, ვისაც კი ხვდებოდნენ, ესმოდათ, რომ მთავარი თავად იყვნენ და ცვლილებებიც მათ ხელთ იყო. ამიტომ, მიმდინარე წლის თებერვალში, ორგანიზაცია სწორედ ამ დასახელებით დააფუძნეს - "მთავარი თაობა".
"მთავარი თაობა" პროექტ "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც ასოციაცია "თანხმობა" და "ქეა კავკასია" ახორციელებენ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
რადგან სამუშაო ოთახი არ ჰქონდათ, სადაც იდეების გენერირებას შეძლებდნენ და თანატოლების ინიციატივებს მოუსმენდნენ, საგრანტო პროექტი დაწერეს, გაიმარჯვეს და 8 ათასი ევროც მიიღეს ყოფილი კლუბის შენობაში "ახალგაზრდული სივრცის" კეთილმოსაწყობად. აქ ყოველ დღე იკრიბებიან, კვირის გეგმებზე მსჯელობენ, შეხვედრებს მართავენ, ფილმებს უყურებენ, შემდეგ კი პრობლემებზე მსჯელობენ. ზოგჯერ სამაგიდო თამაშებით ერთობიან, ან "ნაპოლის" და ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ მოდიან.

"მთავარი თაობის" თავმჯდომარე და ერთ-ერთი დამფუძნებელი, აფხაზეთიდან დევნილი ანი კეკუაა. მისი სახლიდან სოფლის ცენტრისკენ მიმავალი გზიდან, ოკუპირებული ტერიტორია მოჩანს, სოფელი დიხაზურგა, სადაც ბებია-ბაბუასთან მხოლოდ მოწვევით, დროდადრო ჩადის. ანამ იცის, რომ ის ზუგდიდში დევნილი ახალგაზრდების ხმაც არის და პასუხისმგებლობა ორმაგია.
ბავშვობა რიყეში, ერთ-ერთ ავტოსადგომში მოწყობილ ოთახებში გაატარა. ახალ სახლში რამდენიმე წლის წინ გადავიდნენ. ოჯახმა ქალაქში ცხოვრებას ისევ სოფელი არჩია. დღეს ძველი შენობისგან აქ მხოლოდ კედლებია დარჩენილი, რომელიც ახალგაზრდებმა სიმბოლური გზავნილით მოხატეს - "თანასწორობა ასწორებს". ეს ნიშნავს, რომ დევნილები და ადგილობრივი მოსახლეობა ერთად ქმნიან დღევანდელ დღეს და მომავალს, და რომ მთავარი მშვიდობაა.
"მთავარმა თაობამ" პროექტ "ახალგაზრდების გაერთიანება მშვიდობისთვის" ფარგლებში ვიდეობიც ჩაწერა, სადაც საუბრობენ იმაზე, თუ რას ნიშნავს, როგორია მათთვის მშვიდობა და ამ იდეის პოპულარიზაციისთვის თანატოლებიც გამოიწვიეს.
"რადგან არ იყო ადრე ასეთი სივრცე სოფელში, რეალურად ვერ ვხედავდით ახალგაზრდებს. ამ სივრცემ დაგვანახა, რომ ჩვენს სოფელში არიან ძალიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ ჩვენთან ერთად სოფელში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას. ამ ყველაფერზე ერთად ვმუშაობთ", - გვითხრა ანიმ.
ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი სამიზნე აუდიტორია, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები გოგონები იყვნენ. ფონდ "ტასოს" პროექტის ფარგლებში ისინი ახალგაზრდა ლიდერებად გადაამზადეს რუხში, რიყესა და ტყაიაში. ასწავლეს, თუ როგორ მოიკვლიონ პრობლემები, რა გზებით შეძლონ ცალკეული საკითხების ადვოკატირება. თითო სოფლიდან 20 გოგო შეირჩა. მერე მათ თავიანთ სოფლებში თვითდახმარების ჯგუფები ჩამოაყალიბეს და 30 ახალგაზრდა, მათ შორის ბიჭები შემოიკრიბეს.

ახალგაზრდებმა სოფელში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებისთვის სპორტული აქტივობები დაგეგმეს, რუხის ბიბლიოთეკას საჩუქრად 500 წიგნი გადასცეს, სამუშაო სივრცისთვის კი დინამიკები შეიძინეს.
"მთავარი თაობა" დღეს 18 ახალგაზრდას აერთიანებს. მათ შორისაა თანადამფუძნებელი გიორგი ჯოჯუა. ორგანიზაციის გუნდი ჯერჯერობით მოხალისეობრივად მუშაობს. პარარელურად, ეძებენ რესურსს საქმიანობის გასაფართოვებლად, რათა გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე ყველა სოფელი მოიცვან. მერიას პროექტის თანადაფინანსების თხოვნით უკვე მიმართეს. დანარჩენი სახსრებით "ქეა კავკასია" დაეხმარებათ.
"ჯერ ახალგაზრდა ორგანიზაცია ვართ. გვჭირდება დახმარება როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსით", - ამბობს გიორგი.
მისი თქმით, "მთავარი თაობის" ერთ-ერთი მიმართულება მშვიდობის მშენებლობაა. ამიტომ, დევნილ ახალგაზრდებთან მუშაობის პარარელურად, გეგმავენ ამ პროცესში ეთნიკურად აფხაზებიც ჩართონ:
"გვინდა შევძლოთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე მათთან შეხვედრა. როგორ გამოგვივა, ვერ ვიტყვით წინასწარ. გვაქვს კომუნიკაცია ორ აფხაზ ახალგაზრდასთან, ვისაც ასეთ პროექტში მიუღია მონაწილეობა. მეც ვიყავი მსგავსი პროექტის მონაწილე".

ახალგაზრდულ სივრცეს ხშირად სტუმრობს და ორგანიზაციის მოხალისეა 15 წლის ცოტნე გოგია. მას სჯერა, რომ სოფელში რაღაცების შეცვლა თანატოლებთან ერთად შეუძლია და აქ სწორედ ამიტომაა.
პროექტ "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" ფარგლებში, ახალგაზრდული დღეები უკვე მოაწყვეს, კედლები მოხატეს და რიყეობა იზეიმეს. წინ უფრო ამბიციური გეგმები აქვთ:
"მინდა რიყე იყოს ისეთი სოფელი, რომელსაც მაგალითად მოიყვანენ, რომ აქ არის ძალიან ბევრი აქტიური ახალგაზრდა. ჩვენი მიზანიც მათი უფრო გააქტიურებაა. აქ ბევრმა არც კი იცის საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. გვინდა ეს შესაძლებლობები დავანახოთ".
ცოტნე ფიქრობს, რომ ერთად ყველაფერი გამოუვათ. დღეს კი რაც არ უნდა აკეთონ, მათ საქმეს, ჩანაფიქრს ერთი პრინციპი გასდევს წითელ ზოლად - "თანასწორობა ასწორებს", და იმის ცოდნა, რომ თუ როგორ გარემოში იცხოვრებენ, ეს თავად უნდა გადაწყვიტონ - დევნილმა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ერთად.