როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
ან დაბალ ანაზღაურებას და შეუსაბამო სამუშაო გრაფიკს უჩივიან. მძიმე
სოციალურ-ეკონომიკური ფონი მათ არც თუ იშვიათად, სახლის და ოჯახის
დატოვებისკენ უბიძგებს, უკეთესი სამუშაო პირობების ძიებაში, ზოგჯერ კი
ერთადერთ გამოსავლად ქვეყნის დატოვება რჩება.
იმისთვის, რომ მოქალაქეებს დახმარებოდა, დამსაქმებელი და დასაქმების მსურველი ერთმანეთთან იოლად დაეკავშირებინა, ნინო გვაგვალიამ "ფეისბუკზე" ჯგუფი - "დასაქმების ხელშეწყობა ზუგდიდში" შექმნა. ნინომ გადაწყვიტა ერთ სივრცეში მოეყარა თავი საჭირო, გადამოწმებული განცხადებებისთვის როგორც კომპანიის მოთხოვნებზე, ისე მოქალაქეთა ინტერესებზე.
როგორ შეიქმნა დასაქმების ხელშეწყობის ჯგუფი
ნინო გვაგვალია 2018-20 წლებში, "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში" მუშაობდა პროფესიული ორიენტაციის და კარიერის მართვის კონსულტანტად. მაშინ ახალგაზრდა მეწარმეთა ეკონომიკური გაძლიერების, დასაქმების ხელშეწყობისთვის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებდნენ ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან ერთად. პროექტის დასრულების შემდეგ ნინოს უმუშევარი მოქალაქეები დაუკავშირდნენ, შესაძლებლობების, გამოცდილების გაზიარების თხოვნით. რადგან აქტიური პანდემიის პერიოდი იყო, სპონტანურად გადაწყვიტა დახურული ჯგუფი შეექმნა და 15 ახალგაზრდა გაეწევრიანებინა. 2021 წლის მარტში დაწყებულმა დისტანციურმა კონსულტაციებმა მალე უფრო მასშტაბური სახე მიიღო. დღეს ეს სივრცე 5 ათასამდე წევრს ითვლის. მათგან 80 % ქალია.
ჯგუფის დახმარებით 100-ზე მეტი მსურველი უკვე დასაქმდა. მოქალაქეთა ნაწილმა სტაჟირების პროგრამით და დაფინანსების შესაძლებლობითაც ისარგებლა.
"ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია, რომ როცა მოვდივარ სამსახურში, მხვდება ძალიან ბევრი წერილი. თითოეულ ვაკანსიაზე დეტალურ აღწერილობას ითხოვენ, თუ როგორია სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება. დილის რუტინად მექცა ყველა შეტყობინებას ვუპასუხო. თუ მაქვს ინფორმაცია ვაკანსიის დეტალურ აღწერილობაზე, ვაწვდი, თუ არა, ვეხმიანებით დამსაქმებლებს, რომ გარკვეული საკითხები დავაზუსტო", - გვიხსნის ნინო გვაგვალია.

ვაკანსიების დიდი წილი გაყიდვების სფეროზე მოდის, როგორც მარკეტების მენეჯერზე, ისე ადმინისტრატორზე, კონსულტანტებზე. მათ ჯგუფის დამფუძნებელი იმ კომპანიებთან ამისამართებს, სადაც სამუშაოს კონკრეტული მაძიებლისთვის სასურველი პირობებია.
ნინოს თქმით, ჯგუფის სარგებელი პირველად საკუთარ თავზე გამოსცადა. პროექტის დასრულების შემდეგ უსამსახუროდ დარჩენილმა განცხადება განათავსა, თუ რა კვალიფიკაციის, გამოცდილების, უნარების მქონე კადრი იყო, და რომ სამუშაოს ეძებდა. ზუსტად 15 წუთში 4 შეთავაზება მიიღო. ერთ-ერთი ადგილობრივი მერიიდან. უთხრეს, რომ მუნიციპალიტეტი ნერგავდა ახალ სერვისს - "ქალთა ოთახს", მათი ეკონომიკური გაძლიერების, დასაქმებისთვის და ხომ არ დაინტერესდებოდა. საბოლოოდ თანამშრომლობა შედგა. დღეს ამ სივრცეს საკუთარი ჯგუფის მიზნებისთვისაც იყენებს - ონლაინ კონსულტაციების გარდა, მოქალაქეებს პირისპირ აქ ხვდება. ურჩევს, როგორ წარუდგინონ დამსაქმებელს თავი, რა დეტალებზე ღირს ყურადღების გამახვილება. ნინო მათ რეზიუმეს სწორად შედგენაშიც ეხმარება, ეს კი სამუშაოს პოვნას ბევრად რეალურს ხდის.
"ხშირად ჯგუფის წევრები ანთავსებენ განცხადებებს, რომ ეძებენ რაიმე სახის ვაკანსიას, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რა ტიპის სამსახურს ეძებენ, რა სამუშაო გრაფიკით, რა პირობებით. ეს ბუნდოვანს ხდის მათ კომპეტენციას, ვერ იქნება ეფექტური. ჩემი რჩევა იქნება, კონკრეტული დეტალებით, აღწერილობით შესთავაზონ საკუთარი თავი დამსაქმებელს", - ამბობს ნინო გვაგვალია, რომელმაც ამ საქმეს ხელი ორი წლის წინ, მოხალისეობრივ საწყისებზე მოჰკიდა. ასე გრძელდება დღემდე.
როგორ ვიპოვე სამსახური
მარიამ უბილავა ერთ-ერთია იმ დასაქმებულებს შორის, ვინც სამუშაო ნინოს შექმნილი ჯგუფის მეშვეობით იპოვა. თბილისიდან ზუგდიდში საცხოვრებლად ერთი წელზე მეტი ხნის გადმოსული ისეთ სამსახურს ეძებდა, რომელიც მისთვის მხოლოდ მოვალეობა არ იქნებოდა. რადგან ეს არც ისეთი იოლი აღმოჩნდა, ფეისბუკზე გადაწყვიტა მოეძებნა ჯგუფი, რომელიც ამაში დაეხმარებოდა. საბოლოოდ ნინო გვაგვალიას შესახებ შეიტყო. კომუნიკაციაც შედგა. მაშინ ერთ-ერთი სასტუმროს ქსელი ეძებდა ადმინისტრატორს. ნინოს დახმარებით, კონკურენციის პირობებში სწორედ ის შეარჩიეს.
"თამამად შემიძლია ვთქვა, ეს ჯგუფი მხოლოდ იმისთვის არ არის შექმნილი, რომ ვაკანსიები დაიდოს. ეს უკვე არის დასაქმების პატარა კომპანია, რომლის დახმარებითაც ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს წარმატებული და დასაქმდეს", - გვითხრა მარიამ უბილავამ.

სამსახურის ძიებაში
მარიამისგან განსხვავებით, ამ დრომდე სამსახურს ეძებს იტალიიდან ოთხწლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნებული მონიკა ჭაავა. პროფესიით სამართალმცოდნეს, ქვეყნის დატოვება თავის დროს იმ მიზეზით მოუწია, რომ აქ შესაბამისი ანაზღაურებით დასაქმება ვერ შეძლო. ვერც სტაჟირების გავლა მოახერხა. გარკვეული პერიოდი მაღაზიაში იმუშავა, თუმცა მწირი ხელფასის გამო ეს საქმე მიატოვა და ემიგრაციაში წავიდა.
საქართველოში გაზაფხულზე იმ იმედით დაბრუნდა, რომ ნორმალური პირობებით დასაქმებას ამჯერად მაინც მოახერხებს. ჯერჯერობით უშედეგოა ყველა მისი მცდელობა. ისევ გამოცდილებას სთხოვენ, გამოცდილება კი თავის მხრივ, სტაჟირებას და მუშაობას მოაქვს.
ძალიან არ უნდა, მაგრამ ახალგაზრდა ქალი არც ხელმეორე ემიგრაციას გამორიცხავს, თუკი არაფერი შეიცვალა.
მას შემდეგ, რაც დასაქმების ჯგუფის შესახებ შეიტყო, გადაწყვიტა ნინო გვაგვალიას დაკავშირებოდა და დახმარება ეთხოვა.
"კონსულტირების პროცესი გავიარეთ, რეზიუმე შევქმენით და გამიგზავნა. რაც შეეძლო, მაქსიმალურად დამეხმარა. მსგავსი მცდელობებით იმედი მაქვს დავსაქმდები. არ მინდა ისევ სხვა ქვეყანაში წავიდე. მინდა ჩემს ქვეყანაში დავსაქმდე. არავის უხარია სხვაგან წასვლა", - გვითხრა მონიკა ჭაავამ.

თავის მხრივ, ნინო გვაგვალია ჯგუფის განვითარებაზე ფიქრს განაგრძობს. უნდა ზუგდიდელებს ამ ონლაინ პლატფორის ეიმედებოდეთ, სჯეროდეთ მისი მეშვეობით მნიშვნელოვანი ცვლილებების. დასაქმების მსურველებს კი ურჩევს, სწორად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები, გამოცდილება, ზოგჯერ კი, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის სტაჟირების პროცესზეც არ თქვან უარი:
"მეც ვიყავი 3-4 წელი სამუშაოს მაძიებელი. მეც მქონდა განცდა, რომ მე კარგი ვარ და სხვისი ბრალია ეს ყველაფერი. მერე რაღაც დრო რომ გადის, საკუთარ თავზე მუშაობის შემდეგ ხვდები, რომ ისინი მართლები იყვნენ და შენ უნდა გაზრდილიყავი. როცა იზრდები, მერე ხვდები რა გამოწვევების წინაშე იდექი, რას ვერ აკეთებდი სწორად, რა უნდა შეგეცვალა საკუთარ თავში".
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტლის მიხედვით, უმუშევართა რიცხვი საქართველოში 280 ათასს აჭარბებს.
2021 წლის მონაცემებით კი, ემიგრაციაში 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.