მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს
მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
გადმოდის და ადგილობრივების მიწის ნაკვეთებს იტაცებს. ამ პრობლემის
წინაშე მოსახლეობა პირველად დაახლოებით 20 წლის წინ აღმოჩნდა, დროსთან
ერთად კი, მდინარე სულ უფრო მეტად მიუახლოვდა საცხოვრებელ სახლებს
და ვითარებაც გამწვავდა. რამდენიმე ოჯახს ჯუმამდე დაახლოებით 20
მეტრი, ან ცოტა ნაკლები აშორებს. მდინარემ ქუჩა ისე შეავიწროვა რომ
ცალკეულ მონაკვეთებზე ორ ავტომანქანას ერთდროულად გადაადგილება
უჭირს.
ადგილობრივები შიშობენ, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად, მოსალოდნელი ხშირი წვიმების ფონზე, მდინარე სამანქანე გზას კიდევ უფრო დაავიწროვებს, რაც შესაძლოა მისი ჩახერგვითაც დასრულდეს. ამის მიუხედავად, სოფლის მცხოვრებლებს ხელისუფლებისგან მხოლოდ დაპირებები ესმით, ნაპირის გამაგრების სამუშაოები კი ჯერაც არ დაწყებულა.
ქუჩას, რომლის მეზობლადაც ჯუმი მიედინება, ადგილობრივების ყანებამდე, სახნავ-სათეს მიწებამდე მივყავართ. წლების წინ, ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე მოსახლეს ყანა წაართვა. ერთმა ოჯახმა კი, საკუთარი ეზოს რამდენიმე მეტრი დათმო და ღობე უკან გადაწია მხოლოდ იმიტომ, რომ თანასოფლელებისთვის დავიწროებული გზა გაეფართოევებინა და მოძრაობა შესაძლებელი ყოფილიყო.

ნონა ბეჭვაია ერთ-ერთია დაზარალებულთა შორის, ვისაც ჯუმმა ხეხილის ბაღის ნაწილი წაართვა. მისი სახლიდან მდინარემდე მანძილი, ბოლო სამ თვეში კიდევ უფრო შემცირდა. შუახნის ქალი გვიხსნის და გვაჩვენებს, თუ სად იყო წლების წინ კალაპოტი, როგორ შეიცვალა წყალმა მიმართულება და ნელ-ნელა სახლებისკენ მოიწევს. ამბობს, რომ გზასთან ერთად, ადიდებულ მდინარეს ხეები და ღობეც მიაქვს. დაბლა ჩაიტანა ჭაბურღილიც, რომლითაც რამდენიმე ოჯახი სარგებლობდა.
"წლებია ზიანს გვაყენებს ადიდებული მდინარე. ღობე რამდენჯერმე გადმოვწიეთ. წყალმა თანდათან მოხსნა სანაპირო. იმდენად დაზიანებულია, რომ კიდევ ერთი ადიდება და დამატებით სერიოზული ზიანი იქნება. მთელი ქუჩა მოწყდება თავიანთ სახნავ-სათეს მიწებს", - ამბობს ნონა ბეჭვაია "ლაივპრეს" თან საუბარში.
ადგილობრივი ნაზო სარია კი გვიყვება, რომ მდინარის ერთ მონაკვეთზე დამბა რიყის ქვებით და ბადით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მოეწყო, 2008 წელს და მას შემდეგ წყალმოვარდნებისგან ეს ადგილი დაცულია. იგივეს გაკეთებას დარჩელელები, დაჩქარებული წესით სანაპიროს კიდევ სხვა მონაკვეთზეც ითხოვენ. სოფლის მცხოვრების თქმით, დახმარებისთვის ზუგდიდის მერიას რამდენჯერმე მიმართეს. შეგროვდა ხელმოწერებიც, თუმცა დღემდე უშედეგოდ.
"ადიდდება წყალი, მოდიან, ნახავენ, მიდიან. რათ უნდა ამდენი მოსვლა და ნახვა? გასაკეთებელია და გააკეთე. ტენდერს ველოდებითო. რამდენჯერმე გვქონდა დაპირება. გააკეთონ საჩქაროდ. აგერ გზაა. აქეთ ყანები გვაქვს. სოფლის ხალხი ვართ, მუშა ხალხი. ამ გზასაც მალე წაიღებს წყალი", - გვითხრა ნაზო სარიამ.

ადგილობრივი დარიკო გულუას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო კომუნიკაციისას მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები 15 ნოემბერს დაიწყებოდა, თუმცა სოფელში ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა. სოფლის მცხოვრებლები შიშობენ, რომ ამ პრობლემა არც ზამთრისთვის მოგვარდება და თუ მართლა ასე მოხდა, ზიანის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება.
"მთლიანად წალეკავს ქუჩას და არ ვიქნებით", - ამბობს ის.
დარჩელელებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა, ადიდებული მდინარის მიერ მოტანილი ნაგავია, რომელიც ერთ-ერთი მოსახლის წინ, ხეხილის ბაღის ღობის გასწვრივ გროვდება. ამიტომ, ადგილობრივები ნაპირსამაგრის სამუშაოების პარარელურად, ტერიტორიის გაწმენდასაც ითხოვენ.
წინააღმდეგ შემთხვევაში უწყვეტი საპროტესტო აქციებით და ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

როდის დაიწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები - რას ამბობს მერია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ირწმუნებიან, რომ მდინარე ჯუმზე ნაპირსამაგრის მოწყობის პროექტი მზად აქვთ. უახლოეს დღეებში კი ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.
მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში უნდა დაიწყოს.
პროექტის ღირებულება 450 ათას ლარამდეა.
რატომ არ დაიწყო სამუშაოები დღემდე, როცა მოსახლეობა დიდი ხანია პრობლემის მოგვარებას ითხოვს, მერიის განმარტებით, თავდაპირველი პროექტირების შემდეგ, სტიქიამ ახალი ზიანი მიაყენა ტერიტორიას და დოკუმენტში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. ამ მიზეზით პროცესი დროში გაიწელა.

რაც შეეხება მდინარის მიერ მოტანილ ნაგავს, ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, მისი გატანა საპირსამაგრი სამუშაოების დაწყების პარარელურად მოხდება.
ადგილობრივები პროტესტის ნიშნად ადრეც გეგმავდნენ ანაკლია-ზუგდიდის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვას. მაშინ ხელისუფლება მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. მოსახლეობის თქმით, საკმარისად ბევრი ითმინეს, და რომ ასე ვეღარ გაგრძელდება.
"გზას გადავკეტავთ. ანაკლია ხომ არის მთავარი გზა. არაფრის დიდებით არ გავუშვებთ მანქანებს. დღე და ღამეს გავასწორებთ. ისე არ იქნება, რომ დღისით დავკეტავთ და საღამოს გავხსნით", - ამბობენ დარჩელელები.