ვიდეო
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე ხობელმა ანიმატორმა, ლევან კოდუამ იმუშავა. მეგრულ ანიმაციამდე იყო ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჟირაფი ჟოზე, რომლის შექმნის თანამონაწილეც ახალგაზრდა ანიმატორია.

თბილისიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნებულმა, ხობში ანიმაციის სტუდია გახსნა. დღეს ამ საქმეს სხვებს ასწავლის. რამდენიმე მოსწავლე უკვე თავისთან დაასაქმა. ფოთიდან და ზუგდიდიდან, დამწყები ანიმატორები მეზობელ მუნიციპალიტეტში კვირაში რამდენჯერმე დადიან. ხშირად ღამის თენებაც უწევთ. ამბობენ, რომ რთულთან ერთად სასიამოვნო პროცესია, თუმცა დაღლის მიუხედავად, მუშაობა ბევრად მასშტაბური მიზნებისთვის გრძელდება.

პირველი ნაბიჯები

ლევან კოდუას ანიმაციისადმი ინტერესი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიწყო. მაშინ ფიზიკით იყო გატაცებული და ათასწლეულების ინოვაციის კონკურსზე საკუთარი გამოგონებაც გაიტანა. მოპოვებული დაფინანსებით პროექტი მოამზადა, სადაც პირველად გამოიყენა ანიმაციის ელემენტები. ამაში მეგობარი დაეხმარა. საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც და გადაწყვიტა საქმისთვის უფრო სერიოზულად მოეკიდა ხელი.

მერე იფიქრა, კარგი იქნებოდა ვიდეოთამაშებიც ეცადა, მასში ისევ ჩაერთო ანიმაციის კომპონენტები. ამისთვის საჭირო პროგრამა ისწავლა და პირველი ნამუშევრები ერთ-ერთ ჯგუფში განათავსა. ლევანს ჟირაფი ჟოზეს შემქმნელი გიორგი მარშანია გამოეხმაურა, რომელმაც პროექტზე ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.

"ეს ჩვენთვის შანსი იყო, რომ ამ სფეროში განვვითარებულიყავით. ამ ანიმაციაზე რამდენიმე წელი ვიმუშავე. შემდეგ იყო უნივერსიტეტი. მერე ისევ დავუბრუნდი ანიმაციას. ამჟამად შეკვეთებს ვიღებ და ამერიკულ და სხვა უცხოურ ბაზარზე გადის ჩემი ნამუშევრები. ვიდეოთამაშებმა 30 მილიონი მოხმარებელი დააგროვა. თითო თამაშს დაახლოებით 5 მილიონი გამოწერა აქვს. ეს არის საბავშვო ვიდეოთამაშები, საგანმანათლებლო ხასიათის, 5-6 წლის ბავშვებისთვის", - გვითხრა ლევან კოდუამ.

თბილისიდან ხობში მარტის თვეში დაბრუნდა და სტუდია გახსნა. ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდების დასაქმებაც იყო. დღეს შეკვეთებზე მასთან ერთად, კიდევ 4 ადამიანი მუშაობს, რომელთაც ხელფასს უხდის.

"ხობში არ არის რეალური სამსახური. არსებობს საჯარო სამსახურები, კვებითი. არ არის ისეთი, რომ მინდა შემოქმედებითი საქმე გავაკეთო, რამე გამოვიგონო. ალბათ ამიტომაც, ყველა თბილისში მიდის. მე გადავწყვიტე დინების საწინააღმდეგოდ წავსულიყავი. ეს ყველაფერი მახარებს, რადგან კარგი ემოციებით ვარ. ყოველ დღე რაღაც ახალს ვეჭიდები, რომ ამერიკული შეკვეთები მივიღოთ ხობში, ნეტფლიქსის სერიები ვაკეთოთ. ეს ფუჭი სიტყვები არ არის. თუ თბილისშია შესაძლებელი, რატომ არ შეიძლება ხობშიც? მთავარია მონდომება".

პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია

როცა ანიმაციების შექმნაზე ფიქრი დაიწყო, გადაწყვიტა ისეთი სიუჟეტისთვის მოეკიდა ხელი, რაც დამწყებ ანიმატორებს მოტივაციას მისცემდათ და არ მობეზრდებოდათ. იქნებოდა ერთგვარი კულტურული ფენომენი, სამეგრელოსთან ასოცირებული. ასე დაიბადა "კოღონა გაბისკირია" - პირველი მეგრული ანიმაციური სერიალი. ამბავი იმაზე, თუ როგორ იპოვა და იშვილა კოღონამ ძუკუ დელფინია. ეს ჯერჯერობით პირველი და ერთადერთი სერიაა ანიმაციის.

ლევან კოდუა ამბობს, რომ მეგრული ანიმაციის კეთება რთული და ფინანსურად არამომგებიანი აღმოჩნდა. დიდ აუდიტორიაზე გათვლა, ნახვებით მატერიალური სარგებლის მიღება, ან ცალკეული პროდუქტის სარეკლამო კომპონენტად გამოყენება - ეს ის არის, რაც ანიმატორის თქმით წარმატებული პროდუქტის შექმნას სჭირდება. რადგან ასე არ მოხდა, იძულებული იყო სერიალზე მუშაობა დროებით შეეწყვიტა და შეკვეთებს დაბრუნებოდა.

"მინდოდა კულტურული ფენომენი გამხდარიყო ის, რასაც გავაკეთებდი. ერთი დიდი, 5 წუთიანი სერიაა გაკეთებული. ბოლომდე არ მიმიყვანია ფინანსების გამო. დავუბრუნდები, თუ ვინმე დაინტერესდება და გვეტყვის, რომ გავაპიარებთ სერიებს. რაღაც ფინანსები ამით უნდა გამოვიმუშაოთ", - გვითხრა ახალგაზრდა ანიმატორმა.

ლევანის სიტყვებით, ქართულზე ბევრად მომგებიანი უცხოურ შეკვეთებზე, განსაკუთრებით ვიდეოთამაშებზე მუშაობაა. ამიტომაც დღეს მისი სტუდიის ორიენტირი სწორედ ეს არის.

უნდა ანიმაციის კეთება შშმ პირებსაც ასწავლოს, რადგან დასაქმება მათ განსაკუთრებით უჭირთ და სჭირდებათ. მართალია პროექტი ამ მიმართულებით სამუშაოდ მოამზადა კიდეც, თუმცა დაფინანსება ვერ მიიღო.

დამწყები ანიმატორები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან

18 წლის სლავა შამათავა ანიმაციის სტუდიაში ზუგდიდიდან დადის. მოსწონს ეს საქმე და არ ეზარება კვირაში რამდენჯერმე მეზობელ მუნიციპალიტეტში სიარული. ანიმაცია ბავშვობიდან აინტერესებდა, ამიტომ, როცა შესაძლებლობა მიეცა, მისი შესწავლა დაიწყო.

ჯერ კიდევ მოსწავლეს გაუჩნდა სურვილი სკოლაში ცალკეული საგნების ასათვისებ ანიმაცია დამხმარე ინსტრუმენტად გამოეყენებინა.

"სწავლა მინდა გავაადვილო. სხვა ქვეყნებში ბევრი ანიმაციური ვიდეოა, სადაც ბევრ რამეს ასწავლიან. მინდა ყველაფერი, რაც ნაკლებ საინტერესოა მოსმენით და წაკითხვით, ანიმაციურად გავაკეთო. ეს უფრო დაწყებით კლასებში ჭრის. მოსწონთ ანიმაცია", - გვითხრა სლავამ.

უნდა ცნობილი ანიმატორი გახდეს და დანარჩენმა მსოფლიომ საქართველო მისი მეშვეობითაც გაიცნოს. ამბობს, რომ მწირი ანაზღაურების გამო ახალგაზრდები ემიგრაციას ირჩევენ, ანიმაციის კეთება კი, საკმაოდ შემოსავლიან საქმედ მიაჩნია.

სლავას მსგავსად, ანიმაციის სტუდიაში მეზობელი, ფოთის მუნიციპალიტეტიდან დადის 17 წლის ირაკლი ხვითარიაც. მართალია ჯერ კიდევ ბევრ რამეს სწავლობს, თუმცა ეს ხელს არ უშლის, პარარელურად მასწავლებელს შეკვეთების დამზადებაში დაეხმაროს. ირაკლის სურვილია, "სამურაი ჯეკის" ქართული ვერსია შექმნას - გმირი ტრადიციული, ქართული ჩოხა-ახალუხით.

რას ვაპირებ

ლევან კოდუა სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს, მეტი ადამიანური რესურსის მობილიზებას, უფრო დიდ შეკვეთებზე სამუშაოდ. ძველი სამუშაოებიდან გარკვეული დანაზოგი აქვს, რაც ფიქრობს, რომ დაეხმარება ანიმაციის სტუდია ბევრად აქტიური გახადოს.

როგორ წარმოუდგენია საკუთარი თავი და საქმე რამდენიმე წლის შემდეგ?

"ვფიქრობ 3 და 5 წელში აქ ვიქნები, ისვე ამ სტუდიაში, ოღონდ ეს სტუდია ბევრად მეტი ხალხით იქნება დაკომპლექტებული. იმუშავებს ნეტფლიქსის და სხვა დიდ შეკეთებზე. შეიძლება ვიდეოთამაშებიც გავაკეთოთ. რამდენიმე დაწყებული გვაქვს. ეს იქნება სივრცე, სადაც ახალგაზრდებს სიცოცხლის ხალისი მიეცემათ", - ამბობს ანიმატორი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
11:05 / 30.12.2022
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ.
პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
18:51 / 26.12.2022
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები
და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
12:46 / 14.12.2022
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს
მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
15:01 / 23.11.2022
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.