პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და
საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ამუშავებს, ზოგიც ნაჭრის ნაძვის ხეს აკეთებს. ხელნაკეთი ნივთები
სასკოლო გამოფენაზე უნდა გაიტანონ და გაყიდონ. შემოსული თანხით კი
თანატოლებს დაეხმარონ. კიდევ მარტოხელებს, ან სხვა სოციალურად დაუცველ
მოქალაქეებს.
"ის ბავშვები გვინდა გავახაროთ, ვისთანაც სანტა არ მიდის", - პატარები ამბობენ, რომ ბევრია ისეთი, ვისაც მათი მხარდაჭერა სჭირდება.
სხვების დახმარების იდეა მოსწონთ და საქმესაც ენთუზიაზმით და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიუდგნენ.

ეს ყველაფერი ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მეორე "ე" კლასში ხდება. საქველმოქმედო აქციის მოწყობა მათ კლასის დამრიგებელმა, დარიკო დარსანიამ შესთავაზა. ბავშვებიც დათანხმდნენ. გადაწყვიტეს თექის სახელოსნო "ეკო ხელნაკეთს" დაკავშირებოდნენ, ვისთან მუშაობის გამოცდილებაც აქვთ - შარშან მოსწავლეთა ნაწერები სახელოსნოს დახმარებით ერთ წიგნად აკინძეს.
დამრიგებლის თქმით, მისი მიზანია ცოდნის გაზიარებასთან ერთად ბავშვებს ასწავლოს, თუ რას ნიშნავს ქველმოქმედება, როგორ დაეხმარონ მათ, ვისაც ეს მართლა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ეს აქციაც კლასში შექმნილი "ჰუმანური საზოგადოების" ფარგლებში დაიგეგმა.
"გვინდა მათი სანტები ვიყოთ", - ამბობს დარიკო დარსანია.
ფიქრობს, რომ მინიმუმ სამი ოჯახის გახარებას შეძლებენ. ამას გარდა, საჩუქრებს სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსაც შეუძენენ. ოღონდ მანამდე ის უნდა გაარკვიონ, ვის რა გაახარებს და რა წერია თოვლის ბაბუისთვის მიწერილ წერილებში.

ბავშვებს საახალწლო დეკორატიული ნივთების დამზადება, სახელოსნო "ეკო ხელნაკეთის" დამფუძნებელმა, ეკატერინე ჯოლოგუამ და მისმა თანაშემწეებმა უსასყიდლოდ ასწავლეს. პატარებმა უკვე იციან როგორ კეთდება თექის და ტექსტილის ნაძვის ხეები, დამოუკიდებლად ღებავენ ხის სათამაშოებს. ისიც იციან, როგორ მოაწონონ საკუთარი ნამუშევრები გამოფენაზე სტუმრებს.
ერთობლივ პროექტს "არტ თერაპია - ხელსაქმე საქველმოქმედო მიზნებისთვის" ჰქვია.
"ბავშვებმა თავად შეარჩიეს დეკორი, მაქმანები, ღილები.. მშობლებიც ჩაერთნენ და სახლში ვის რა მოეპოვებოდა, მოიტანეს. იქ, სადაც ბავშვებმა ვერ გააკეთეს, მე და ჩემი თანაშემწეები დავეხმარეთ. დანარჩენი, სრულიად დამოუკიდებლად აკეთებენ. ძალიან სახალისო პროცესი იყო", - გვითხრა ეკამ.

ზოგიერთ პატარას სურვილი აქვს, სახელოსნოს გაკვეთილებს კიდევ დაესწროს. ამ ენთუზიაზმს მშობლებიც იზიარებენ. ამბობენ, რომ მათი შვილები პოზიტიურად შეცვალა სამუშაო პროცესმა - გახდნენ ბევრად მოტივირებულები და ახარებთ, რომ საკუთარი ძალისხმევით თანატოლების დახმარებას შეძლებენ.
მშობლებისთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები აქედანვე გრძნობენ სოციალურ პასუხისმგებლობას, სხვებზე ზრუნვის საჭიროებას, ერთობლივი ძალისხმევით პატარ-პატარა ცვლილებების სიკეთეს.
სასკოლო გამოფენაზე თითქმის ყველა ნივთი გაიყიდა. საახალწლო დეკორაციები მშობლებმა, ღონისძიების სხვა სტუმრებმა შეიძინეს და ამ ყველაფერში იმაზე მეტი გადაიხადეს, ვიდრე პატარა "სანტებმა" დააფასეს.

საბოლოოდ 1300 ლარზე მეტი შეგროვდა.
კლასის დამრიგებელი, დარიკო დარსანია ამბობს, რომ ბავშვების სურვილია საქველმოქმედო ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდეს.
"კიდევ ხომ იქნება, კიდევ როდის დავეხმარებით"? - კითხულობენ ისინი.
სწორედ ამიტომ, სააღდგომოდ სხვა ოჯახების დასახმარებლადაც გაერთიანდებიან.