სხვა ამბები
დედის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
FaceBook Twitter
E-mail Print
დედის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავენ. ასევე განსხვავებულია მისი დაწესების ისტორია.

საქართველოში დედის დღე 3 მარტია. ის ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ის ცალკე მაინც აღინიშნება. 3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა. დღესასწაულს ქვეყანა სხვადასხვა ღონისძიებებით ხვდება. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.

„დედის დღის" სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. ამ დღის აღნიშვნის პირველი მცდელობა 1972 წელს იყო. აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც გააერთიანებდა ყველა დედას მშვიდობისთვის ბრძოლაში. მან საამისოდ არაერთი აქცია მოაწყო, მაგრამ უსაფუძვლოდ. მხოლოდ მოგვიანებით, 1907 წელს, მოქალაქე ანა ჯავისმა, რომელიც ითვლება ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად, დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება. მისი მცდელობები წარმატებით 1910 წელს დასრულდა და ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს და მას მერე დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველი წლის მაისის მეორე კვირა დღეს. დედის დღეს ამერიკაში დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავენ. ადამიანები განსაკუთრებით აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ ცხოვრებაში დედის აუცილებლობას და მადლობას უხდიან მათ უანგარო, უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. დედის დღე ამერიკაში შობისა და ვალენტინობის შემდეგ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება. ამ დროს სატელეფონო ხაზები გადატვირთულია, საბარათე გაყიდვები პიკს აღწევს და რესტორნები სრული დატვირთვით მუშაობენ. დედის დღის ტრადიციები ძირითადად მოიცავს საუზმეს საწოლში, ყვავილების თაიგულს, ღია ბარათებს ან საჩუქარს, და ვახშამზე დაპატიჟებას.

დიდ ბრიტანეთში დედის დღის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს და ის აღინიშნება მარხვის მეოთხე კვირას, გამომდინარე აქედან, მისი თარიღი მუდმივად ცვალებადია. მას 17-ე საუკუნიდან აღნიშნავენ და დედის კვირეულს უწოდებენ. ინგლისიც ფაქტიურად ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გამოყო წელიწადში ერთი დღე დედის დღის აღსანიშნავად. ბრიტანეთში შემორჩენილია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც დედებისთვის ნუშის ნამცვარს ამზადებენ და მას „mothering cake“ (დედის ნამცხვარს) უწოდებენ.
იაპონიაში დედის დღის დაწესებას პირევალდ 1931 წელს შეეცადნენ. მაშინ იყო სურვილი, რომ ეს დღე დამთხვეოდა იმპერატორის იუბილეს. ტრადიცია არ გაგრძელდა. ახლა იაპონიაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დიდ ნაწილში დედებს ყვავილებს ჩუქნიან მაისის თვის პეროე კვირა დღეს.

გერმანიაში ამ დღესასწაულს საფუძველი 1923 წელს ჩაეყარა, ხოლო როგორც სახელმწიფო დღესასწაული აღინიშნება 1933 წლიდან. საფუძველი ფლორისტების გაერთიანებამ ჩაუყარა. მისი მიზანი იყო პატივი ეცათ პირველი მსოფლიო ომის მონაწილე დედედებისთვის. მა სშემდეგ წელიწადში ერთხელ, მაისის მეორე კვირას, გერმანელი დედები ე.წ. „Muttertag-ს“, დედის დღეს ზეიმობენ.

საფრანგეთში დედის დღეს მაისის ბოლო კვირა დღეს აღნიშნავენ. ტრადიციულად ამ დღეს ოჯახში იმართება ოჯახური სადილი, ხოლო დედები საჩუქრად ყვავილების თაიგულის ფორმის ნამცხვარს იღებენ. დედის განსაკუთრებული როლის შესახებ საუბარი და პატვისცემა საფრანგეთში ჯერ კიდევ ნაპოლეონ ბონაპარტეს ეპოქიდან მოდის, ხოლო 1950 წლიდან დედის დღე- La Fete de Meres ოფიციალურად შეიქმნა.

ავსტრალიაში დედის დღე ამერიკის მსგავსად მაისის მეორე კვირა დღეს აღინიშნება, ტრადიციებითაც ეს ორი ქვეყანა მსგავსად აღნიშნავენ ამ დღეს. არსებობს დედის დღის მილოცვის ტრადიცია მიხაკებით (ისევე როგორც აშშ-ში), დედებს დღესასწაულს ფერადი მიხაკებით ულოცავენ, თეთრი მიხაკები კი გარდაცვლილი დედებისთვის პატივის მისაგებად გამოიყენება. გარდა საკუთარი დედებისა, ბავშვები პატივს სცემენ მათ ბებიებსა და სხვა ქალბატონებსაც, რომლებიც მათ დედებივით უვლიან და ზრუნავენ მათზე.

კანადაშიც, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დიდ ნაწილში, დედის დღის მისალოცად ყველაზე ხშირად ღია ბარათებს, ყვავილებს და საჩუქრებს იყენებენ. იგი შობისა და ვალენტინობის შმედეგ სიდიდით მესამე დღესასწაულად მიიჩნევა. აღინიშნება მაისში ამერიკის და ავსტრალიის მსგავსად და ატარებს ძალიან დიდ ემოციურ დატვირთვას საზოგადოებაში.~

ბრაზილიაში ყოველწლიურად მაისში აღინიშნება დედათა დღე- Dia das Mães. ბრაზილიაში ოჯახების დიდ ნაწილსი სამზე მეტი ბავშვია, ამიტომაც მარტივი წარმოსადგენია როგორ მასშტაბურად და ემოზიურად აღინიშნება ეს დღე. ტრადიციულად ამ დღესასწაულზე ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან, სკოლებში კი საგანგებოდ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. 
Print E-mail
Twitter
Другие материалы
თბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, ფოთელი ბოდიბილდერი
ქვეყნის
21:56 / 05.07.2019
თბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, ფოთელი ბოდიბილდერი ქვეყნის






მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მზარეულ ჯეიმი ოლივერს საქართველოში
ეპატიჟებიან.
12:05 / 12.02.2019
მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მზარეულ ჯეიმი ოლივერს საქართველოში ეპატიჟებიან.






კატა, რომელიც ამერიკაში, მონტანას შტატში თოვლში ჩაფლული და გაყინული
იპოვეს, გადარჩა.
11:32 / 10.02.2019
კატა, რომელიც ამერიკაში, მონტანას შტატში თოვლში ჩაფლული და გაყინული იპოვეს, გადარჩა.






ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, რეკორდული
ყინვების გამო რამდენიმე ქალაქი პარალიზებულია.
14:22 / 31.01.2019

ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში, რეკორდული ყინვების გამო რამდენიმე ქალაქი პარალიზებულია.

Мультимедиa
Маленькие «Санты» в помощь сверстникам [Видео]
Шесть часов вечера. Дети собрались в классе и готовят новогодние игрушки. Одни работают с войлоком,
Снова  голодные, снова - на улице – жизни, спасенные благодаря гражданскому активизму [Видео]
Бездомных собак можно увидеть на улицах Зугдиди практически на каждом шагу, в парках и скверах, возле
Первая мегрелоязычная анимация на –  большие планы студии аниматоров из Хоби [Видео]
Дзуку Дельфиния и Когона Габискирия - персонажи первого мегрелоязычного анимационного сериала.
Борьба школьников из Чхороцку за лучшую экологию, начатая в одолженном здании [Видео]
У нас нет другой планеты, - говорят школьники из Чхороцку и объединяются, чтобы спасти окружающую среду.
Унесенные рекой рекой Джуми земли и автомобильная дорога – жители Дарчели грозятся акциями [видео]
Во время сильных дождей в Зугдидском селе Дарчели, в Кировском районе, река Джуми выходит из берегов,