საზოგადოება
სენაკის საავადმყოფოს დახურვის საფრთხე და სამინისტროს გეგმები [Video]
FaceBook Twitter
E-mail Print

60 წლის წინ დაარსებული სენაკის ერთადერთი რაიონული საავადმყოფო, მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების, საჭირო აპარატურის არქონის და თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების გადაუხდელობის მიზეზით შესაძლოა დაიხუროს. 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოს გადარჩენას და ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას მედპერსონალი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან ელოდება. შესაბამისი მოთხოვნით სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა დღეს, 1 მარტს, გამაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს. მათი თქმით, რიგი პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში მომდევნო კვირიდან გაიფიცებიან და პაციენტებს აღარ მიიღებენ.

  

 

საავადმყოფო, ანაზღაურების არქონის მიზეზით უკვე დატოვა მედპერსონალის ნახევრმა, 48 თანამშრომელმა და სენაკის რაიონულ სასამართლოში საავადმყოფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მათი მოთხოვნა - დაგროვილი დავალიანება ეტაპობრივად გადაეხადა დაწესებულებას, სენაკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. შედეგად მას 32 ათასი ლარის დაფარვა დაეკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღებულ იქნა დაწესებულების ანგარიში და ამჟამად მოქმედი თანამშრომლების კუთვნილი ხელფასით ხდება მომჩივანი ექიმებისთვის დავალიანების დაფარვა. თავის მხრივ, კუთვნილ ანაზღაურებაზე ყადაღის მოხსნისა და სახელფასო დავალიანების მიღების მოთხოვნით სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავენ საავადმყოფოში ამჟამად მომუშავე ექიმები. დაწესებულება ვერ ახერხებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდასაც, რაც შესაძლოა მომდევნო კვირაში დენის გათიშვის მიზეზი გახდეს.

 

სამედიცინო ცენტრში, სადაც ერთადერთი ხელსაწყო 1968 წელს გამოშვებული ხელოვნური სუნთქვის აპარატია, მძიმე პაციენტი დღეს დილით მიიღეს, თუმცა საჭირო აპარატურის არქონის მიზეზით ექიმებმა ის სამკურნალოდ ქუთაისში გააგზავნეს. დაწესებულება ამჟამად, პაციენტებისთვის მხოლოდ გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას ახერხებს.

 

„ასეთ პირობებში ვართ და პაციენტებს მაინც ვმკურნალობთ. ენთუზიაზმზე ვმუშაობთ. უბრალოდ ჰიპოკრატეს ფიცს ვასრულებთ. ეს სუნთქვის აპარატი ერთხელ ერთმა ამერიკელმა ნახა და თქვა, ეს სამუზეუმო ექსპონატიაო. რა ვქნათ, ჩვენთან პაციენტები მოდიან და მათთვის ვმუშაობთ. სანიტრები ყველანი წავიდნენ სამსახურიდან და მათ ფუნქციას ექიმები და ექთნები ვითავსებთ“, - ამბობს საავადმყოფოს მთავარი ექთანი ლალი ადამია.

 

საავადმყოფოში ზუსტად ვერ იხსენებენ ბოლოს ხელფასი როდის ჩაერიცხათ. ექიმ მიმოზა ტყებუჩავას თქმით, გასულ წელს მხოლოდ 4 თვის ანაზღაურება მიიღეს:

 

„ბოლოს მგონი სექტემბერი იყო, ხელფასი რომ ავიღეთ. ისიც მხოლოდ ნაწილს ერგო, ნაწილი ისევ ისე დარჩა“.

 

სენაკის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი ალექსანდრე ქადარია გვიხსნის, რომ სამედიცინო დაწესებულებაში რიგი პრობლემები წლების განმავლობაში დაგროვდა და მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ინფორმირებული იყო ადგილობრივი, ისე ცენტრალური მთავრობა, დღემდე მოუგვარებელი დარჩა. მისი ცნობით, 2009 წელს საავადმყოფომ ხელშეკრულება გააფორმა სადაზღვევო კომპანიასთან „ვესტი“. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მან ვერ მოახერხა ხელფასების გაცემა, შეთანხმება შედგა სადაზღვევო კომპანიასთან „არქიმედეს გლობალ ჯორჯია“, თუმცა დავალიანების დაფარვა ვერც მან შეძლო.

 

დირექტორის თქმით, 2011 წლიდან დღემდე საავადმყოფო, სადაც 96 პროფესიონალი იყო დასაქმებული, 48 თანამშრომელმა დატოვა:

 

„პრობლემები დაიწყო 2011 წლის მარტიდან, როცა პრობლემები შეექმნა სადაზღვევო კომპანიას „ვესტი“. მაშინ ფაქტიურად „ვესტი“ აფინანსებდა ჩვენს ძირითდ პაციენტებს. 98% იყო მათი დაზღვეული. მაშინ „ვესტს“ 8 თვის განმავლობაში არ გადმოურიცხია ერთი თეთრიც. საბოლოო ჯამში დაგროვდა სამოცდაათი ათასი ლარის დავალიანება. ახლა არის 61 ათასი „ვესტის“ დავალიანება და 14 ათასი „არქიმედეს“ დავალიანება“.

 

დირექტორის განცხადებითვე, მთავრობა საავადმყოფოს წლების განმავლობაში მიზანმიმართულად არ ეხმარებოდა, რადგან არსებობდა სრულიად სხვა გეგმა:

 

„წინა მთავრობის პირობებში არსებობდა ასეთი გეგმა, რომ ეს საავადმყოფო დახურულიყო და აქ „არქიმედეს“ კლინიკა გახსნილიყო. მაშინ ეს მიზანმიმართულად ხდებოდა, დღევანდელ ხელისუფლებაზე ამას ვერ ვიტყვი“, - განაცხადა ალექსანდრე ქადარიამ.

 

საავადმყოფოს დირექტორის ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროში. „ლაივპრესს“ მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი მახათაძემ სატელეფონო ინტერვიუს დროს განუცხადა, რომ საავადმყოფოს მიზანმიმართული დახურვის ან განადგურების სურვილი და პრეცენდენტი არ არსებობს.

 

დიმიტრი მახათაძის განმარტებით, იმისათვის, რომ სენაკის საავადმყოფოში არსებული პრობლემების მოგვარება მოხდეს ეტაპობრივად, შემუშავდება გეგმა. მომდევნო კვირაში მინისტრის მოადგილე გეგმავს სენაკში ჩასვლას და მედპერსონალთან გასაუბრებას.

 

„იქ სხვა პრობლემებთან ერთდ ელექტროენერგიის საფასურის გადახდასაც ვერ ახერხებენ. ჩვენ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემა იქნეს განმუხტული. რაც შეეხება დავალიანებას, თუ მოვალეთა რეესტრში დაფიქსირებული მოქალაქეები თავიანთ სარჩელს გარკვეულ მიმართულებას არ შეუცვლიან, პრობლემა დარჩება პრობლემად. ეს იურიდიული საკითხია და უნდა იქნეს განხილული. ჩვენ ამ პრობლემაზე აქტიურად ვმუშაობთ“.

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დავალიანების დაგროვება გამოიწვია სადაზღვევო კომპანია „ვესტის“ გაკოტრებამ, ვალების გასტუმრება კი მოგვიანებით ვერც „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ შეძლო.  

 

 

მისივე თქმით, სენაკის რაიონულ საავადმყოფოში მუშაობის პარალელურად „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ სენაკში შეექმნა თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულება და მან ვერც ეს მოახერხა.

 

„მან ვადების დარღევევით იქ ააშენა 15 საწოლიანი მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი, მაგრამ მისი სრულყოფილად ფუნქციონიება ვერ მოახერხა. ეს კომპანია გაკოტრდა და შესაბამისად, კანონის თანახმად იქ ახლა ადმინისტრირებას ახდენს სახელმწიფო. მოხდა სიტუაციის გაჯანსაღება და უკვე ორშაბათს, სამაშაბათს... ის შეძლებს მიიღოს პაციენტები, როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონალური“.

 

დიმიტრი მახათაძის განმარტებითვე, ახლა მთავარია სენაკის მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მან უპირველესად ამ საკითხზე იზრუნა.


ამავე თემაზე


სენაკის რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალმა გამაფრთხილებელი აქცია მოაწყო

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.